13 დეკემბერი
ინფორმაცია აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

2019 წლის 04 ნოემბრის №155-19 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი დროებითი საკონკურსო კომისიის (ბრძ. №170-19; 11.12.2019; ოქმი №01-19; 13.12.2019), გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 13 დეკემბრის №172 -19 ბრძანებით დაინიშნონ აკადემიურ თანამდებობაზე:

1. დიმიტრი გეგენავა არჩეულ იქნა სამართლის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სამართლის მეთოდებისა და სამართლის ფილოსოფიის მიმართულებით, აფილირების პიროპბით;

2. გიორგი გორაძე – არჩეულ იქნა სამართლის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით, აფილირების პირობით;

3. გვანცა გუგეშაშვილი – არჩეულ იქნა სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით, აფილირების პირობით;
4. ეკა დარბაიძე – არჩეულ იქნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შედარებითი პოლიტიკის მიმართულებით;

5. მაია მანჩხაშვილი – არჩეულ იქნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური კვლევების მიმართულებით;

6. ფიქრია თათარაშვილი – არჩეულ იქნა სამართლის ფაკულტეტის ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე საგადასახადო სამართლის მიმართულებით, აფილირების პირობით;