28 თებერვალი
ჩვენი პროფესორები ნოტრდამის უნივერსიტეტში

 

საბაუნის პროფესორები და ადმინისტრაციის წევრები ნოტრ დამის უნივერსიტეტში (აშშ) ერთკვირიან ლიდერობის პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ამასთან ერთად, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გორაძემ ნანოვიკის ევროპული კვლევების ინსტიტუტის კვლევითი სტიპენდია მოიპოვა, რომელიც შეეხება შტატისა და ფედერაციის ურთიერთობის თანამედროვე დინამიკას და უზენაეს (საკონსტიტუციო) სასამართლოებს აშშ-სა და ევროპაში.

პროფესორი გიორგი გორაძის შეფასებით ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით.

"კვლევის არსია, რა გავლენას ახდენენ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებები ფედერალურ ცენტრსა და ფედერაციის სუბიექტს შორის ურთიერთობებზე და როგორია ამ ურთიერთობების დინამიკა თანამედროვე ეტაპზე, ანუ ფედერაციები მიდიან უფრო დეცენტრალიზაციისაკენ თუ ცენტრალიზაციისაკენ. ვფიქრობ, აღნიშნული კვლევა ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია. რაც შეეხება ერთ კვირიან კურსს, ეს ჩემთვის არის ახალი გამოწვევა და შესაძლებლობა, რომ უშალოდ ამერიკელ პროფესორებთან ერთად განვახორციელო სამეცნიერო კვლევა, რომელიც იქნება ჩემი დაგეგმილი წიგნის ნაწილი."