ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინგა ბლესსის ფსიქოლოგიურ ცენტრთან

2017 წლის 19 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ინგა ბლესის ფსიქოლოგიურ ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში ქალბატონმა ინგამ საბაუნის სტუდენტებისთვის დააწესა სტიპენდია 100 ლარის ოდენობით, რომელიც 5თვის მანძილზე ერთ სტუდენტს გადაეცემა. ასევე, საბაუნის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ცენტრის დახურულ სემინარებს სხვადასხვა საინტერესო ფსიქოლოგიურ თემებზე.

სრულად
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სტუმრობა საბაუნიში

კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში, 2017 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტი საბაუნის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დასასრულს, საბაუნის რექტორმა პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი - უნივერსიტეტის გამოცემული წიგნები გადასცა.

სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საადვოკატო ბიუროსთან "მიგრიაული და პარტნიორები"

2017 წლის 18 მაისს, საადვოკატი ბიურო "მიგრიაული და პარტნიორებთან" გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს სამართლის 1-ლი კურსის სტუდენტებს ხატია ხაფავას და მანანა ჯავარს გადაეცათ ბიუროს სახელობითი სტიპენდიანტობის სპეციალური სერტიფიკატები. სტუდენტები მიიღებენ სემესტრულ სტიპენდიას თვეში 50 ლარის ოდენობით.

სრულად
ნატო-საქართველოს ურთიერთობები, გამოწვევები და პერსპექტივები

2017 წლის 17 მაისს, საბაუნის პოლიტიკის კლუბის ორგანიზებით საბაუნის სტუდენტები შეხვდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს. მან ისაუბრა თემაზე "ნატო-საქართველოს ურთიერთობები, გამოწვევები და პერსპექტივები."

სრულად
ერთად დიმა ხუციშვილისთვის

2017 წლის 9 და 16 მაისს საბაუნის სტუდენტური კლუბების, თვითმმართველობისა და სტუდენტური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტები საბაუნის სტუდენტის, ლეიკემიით დაავადებული დიმა ხუციშვილის დასახმარებლად.

სრულად
საბაუნის რექტორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ხორვატიაში

12-13 მაისს ხორვატიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: Hope in the Future: The Experiences of Youth under Communism, the Transition to Democracy and the Present. 2-დღიანი ღონისძიება გახსნა ამერიკელმა პროფესორმა იელის უნივერსიტეტიდან Ivo Banac-მა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები ამერიკის ნოტრდამის უნივერსიტეტიდან, ასევე ხორვატიის, პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის უნივერსიტეტებიდან. ღონისძიებას ესწრებოდა საბაუნის რექტორი პროფესორი ვაჟა ვარდიძე. კონფერენცია ხორვატიის უნივერსიტეტისა და ნოტრდამის უნივერსიტეტთან არსებული ნანოვიჩის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

http://bit.ly/2rZYioE

სრულად
სასწავლო ვიზიტი კომპანია ზეარისსში

2017 წლის 12 მაისს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ კომპანია ზეარისს. დაათვალიერეს კომპანია, გაეცნენ მის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს.

სრულად
შეხვედრა დედა სიდონიასთან

რელიგიის კვლევის საუნივერსიტეტო ცენტრისა და სტუდენტ თეოლოგთა კლუბის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა დედა სიდონიასთან ! შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსია/მსჯელობის ფორმატში თემაზე: რელიგია, რეფორმები და თანამედროვეობა.

სრულად
სასწავლო ვიზიტი თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ საგანმანათლებლო ტური გაიმართა.  სტუდენტებმა გამშვები პუნქტი დაათვალიერეს და საზღვრის კვეთის გამარტივებულ პროცედურებს გაეცნენ. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგანმანათლებლო ტურის მონაწილეებს გატარებული რეფორმებისა და გეზ-ში არსებული პროცედურების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.

სრულად
საჯარო ლექცია: სამართალდამცავთა საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები

2017 წლის 11 მაისს საბაუნის თვითმართველობის ორგანიზირებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე, სამართალდამცავთა საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები, ლექციას წარუძღვა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბატონი რამაზ კვარაცხელია.

სრულად

რჩეული სიახლეები

პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018
ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017