ვიზიტი კათარზისში

 2017 წლის 29 მაისს, საბაუნის სტუდენტური ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტები იყვნენ კათარზისში, სადაც დაეხმარნენ მომსახურე პერსონალს ხანდაზმულების გამასპინძლებაში.

სრულად
29 მაისი
Introduction to polish tax law
Introduction to polish tax law

 2017 წლის 29 მაისს, ჩატარდა პოლონელი სტუმრების, პროფესორების Pawel Smolen-ისა და Marcin Burzec ის ერთობლივი საჯარო ლექცია საგადასახადო სამართლებრივ სისტემებთან დაკავშირებით სახელწოდებით: Introduction to polish tax law. პროფესორებმა პოლონური საგადასახადო სამართლებრივი სისტემის შედარებითი მაგალითები მოიყვანეს ქართულ სისტემასთან მიმართებაში.
სტუდენტთა მხრიდან დიდი დაინტერესების გამო შეკითხვებიც მრავლად იყო.
ლექციის მეორე ნაწილი პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებზე საუბარს დაეთმო. ლუბლინის უნივესიტეტის წარმომადგენლებმა სამომავლო ერთობლივი გეგმები გააცნეს სტუდენტებს.

სრულად
დამოუკიდებლობის დღე

 2017 წლის 26 მაისს, საბაუნის პოლიტიკის კლუბის ინიციატივით, საბაუნის სტუდენტები შეუერთდნენ დამოუკიდებლობის დღის ზეიმს რუსთაველის გამზირზე !

სრულად
სტუდენტები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

 2017 წლის 25 მაისს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, საბაუნის პოლიტიკის კლუბის ინიციატივით საბაუნის სტუდენტები ესტუმრნენ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ექსპოჯორჯიას საგამოფენო დარბაზში. სტუდენტები დაესწრნენ ფესტივალის გახსნას.

სრულად
სემინარი თემაზე: შენი რეალური მიზნები

 2017 წლის 25 მაისს, საბაუნიში ჩატარდა დახურული სემინარი თემაზე "შენი რეალური მიზნები". სემინარები საბაუნიში ტარდება ფსიქოლოგიურ ცენტრთან გტაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სადაც ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ საშუალება დაესწრნონ დახურულ სემინარებზე. 

სრულად
საბაუნის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი

 2017 წლის 25 მაისს, ჩატარდა საბაუნის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი ლოკომოტივის სტადიონზე ⚽
გაიმარჯვა გუნდმა "კვამლი".
გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად გადაეცა ჯინოს სასაჩუქრე ვაუჩერი,
მეორე ადგილზე გასულ გუნდს "durk fury" კი - საბაუნის სპორტული დარბაზის Uni Fitness ერთთვიანი აბონიმენტი

სრულად
საჯარო ლექცია თემაზე: სეკულარიზმი და დესეკულარიზმი

 2017 წლის 24 მაისს, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე სეკულარიზმი და დესეკულარიზმი.

სრულად
სასწავლო ვიზიტი დელტაში

 2017 წლის 23 მაისს, სსსტც "დელტას" სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
სტუდენტებმა ჩარხ-დანადგარები და დელტაში დამზადებული ქართული საბრძოლო ტექნიკა და მსუბუქი აღჭურვილობა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერეს სისტემის მართვის ცენტრი.

სრულად
ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში

 2017 წლის 23 მაისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პეზიდენტმა ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასმა და საქართველოს ყოფილმა სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში გაბრიელა ვონ ჰაბსბურგმა საბაუნის სტუდენტებისთვის გამართეს საჯარო სემინარი: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში.

სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინგა ბლესსის ფსიქოლოგიურ ცენტრთან

2017 წლის 19 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ინგა ბლესის ფსიქოლოგიურ ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში ქალბატონმა ინგამ საბაუნის სტუდენტებისთვის დააწესა სტიპენდია 100 ლარის ოდენობით, რომელიც 5თვის მანძილზე ერთ სტუდენტს გადაეცემა. ასევე, საბაუნის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ცენტრის დახურულ სემინარებს სხვადასხვა საინტერესო ფსიქოლოგიურ თემებზე.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018
ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017