სტუდენტები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

 2017 წლის 25 მაისს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, საბაუნის პოლიტიკის კლუბის ინიციატივით საბაუნის სტუდენტები ესტუმრნენ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ექსპოჯორჯიას საგამოფენო დარბაზში. სტუდენტები დაესწრნენ ფესტივალის გახსნას.

სრულად
სემინარი თემაზე: შენი რეალური მიზნები

 2017 წლის 25 მაისს, საბაუნიში ჩატარდა დახურული სემინარი თემაზე "შენი რეალური მიზნები". სემინარები საბაუნიში ტარდება ფსიქოლოგიურ ცენტრთან გტაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სადაც ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ საშუალება დაესწრნონ დახურულ სემინარებზე. 

სრულად
საბაუნის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი

 2017 წლის 25 მაისს, ჩატარდა საბაუნის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი ლოკომოტივის სტადიონზე ⚽
გაიმარჯვა გუნდმა "კვამლი".
გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად გადაეცა ჯინოს სასაჩუქრე ვაუჩერი,
მეორე ადგილზე გასულ გუნდს "durk fury" კი - საბაუნის სპორტული დარბაზის Uni Fitness ერთთვიანი აბონიმენტი

სრულად
საჯარო ლექცია თემაზე: სეკულარიზმი და დესეკულარიზმი

 2017 წლის 24 მაისს, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე სეკულარიზმი და დესეკულარიზმი.

სრულად
სასწავლო ვიზიტი დელტაში

 2017 წლის 23 მაისს, სსსტც "დელტას" სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
სტუდენტებმა ჩარხ-დანადგარები და დელტაში დამზადებული ქართული საბრძოლო ტექნიკა და მსუბუქი აღჭურვილობა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერეს სისტემის მართვის ცენტრი.

სრულად
ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში

 2017 წლის 23 მაისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პეზიდენტმა ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასმა და საქართველოს ყოფილმა სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში გაბრიელა ვონ ჰაბსბურგმა საბაუნის სტუდენტებისთვის გამართეს საჯარო სემინარი: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში.

სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინგა ბლესსის ფსიქოლოგიურ ცენტრთან

2017 წლის 19 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ინგა ბლესის ფსიქოლოგიურ ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში ქალბატონმა ინგამ საბაუნის სტუდენტებისთვის დააწესა სტიპენდია 100 ლარის ოდენობით, რომელიც 5თვის მანძილზე ერთ სტუდენტს გადაეცემა. ასევე, საბაუნის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ცენტრის დახურულ სემინარებს სხვადასხვა საინტერესო ფსიქოლოგიურ თემებზე.

სრულად
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სტუმრობა საბაუნიში

კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში, 2017 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტი საბაუნის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დასასრულს, საბაუნის რექტორმა პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი - უნივერსიტეტის გამოცემული წიგნები გადასცა.

სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საადვოკატო ბიუროსთან "მიგრიაული და პარტნიორები"

2017 წლის 18 მაისს, საადვოკატი ბიურო "მიგრიაული და პარტნიორებთან" გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს სამართლის 1-ლი კურსის სტუდენტებს ხატია ხაფავას და მანანა ჯავარს გადაეცათ ბიუროს სახელობითი სტიპენდიანტობის სპეციალური სერტიფიკატები. სტუდენტები მიიღებენ სემესტრულ სტიპენდიას თვეში 50 ლარის ოდენობით.

სრულად
ნატო-საქართველოს ურთიერთობები, გამოწვევები და პერსპექტივები

2017 წლის 17 მაისს, საბაუნის პოლიტიკის კლუბის ორგანიზებით საბაუნის სტუდენტები შეხვდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს. მან ისაუბრა თემაზე "ნატო-საქართველოს ურთიერთობები, გამოწვევები და პერსპექტივები."

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018
ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017