შეხვედრა გეომორფოლოგ სერგო ცირამუასთან

2017 წლის 30 მარტს, საბაუნის სტუდენტები შეხვდნენ გეოინფორმაციული ცენტრის დამფუძნებელ პროფესორ სერგო ცირამუას. 

სრულად
სტაჟირების სახელწიფო პროგრამა საბაუნის სტუდენტებისთვის

2017 წლის 29 მარტს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. 

მემორანდუმის ფარგლებში, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას საჯარო უწყებებში გაივლიან.

მათ ეძლევათ შანსი დასაქმდნენ საჯარო სექტორში და მიიღონ დამატებითი გამოცდილება.

 

სრულად
სასწავლო ვიზიტი იუსტიციის სახლში

2017 წლის 22 მარტს, სასწავლო ვიზიტი იუსტიციის სახლში სამართლის სტუდენტებისთვის, სტუდენტები გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს და მიიღეს სრული ინფორმაცია მათ მომსახურებასთან დაკავშირებით. 

სრულად
საჯარო ლექცია: წარმატება - უოლტ დისნეი და გადაწყვეტილებები

2017 წლის 21 მარტს, საბაუნის იურისტთა კლუბის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია: წარმატება - უოლტ დისნეი და გადაწყვეტილებები, რამაც მიიყვანა წარმატებამდე. ლექცია წაიკითხა ბიზნეს-ტრენერმა, ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარმა გიორგი მიქანაძემ.

სრულად
ვორქშოპი: როგორ გავხდეთ თავდაჯერებული ადამიანები

2017 წლის 20 მარტს, საბაუნისა და ლიდერთა სკოლა " Prep School for Leaders" ორგანიზებით, გაიმართა ინგლისურენოვანი ინტერაქტიული სემინარი: როგორ გავხდეთ თავდაჯერებული ადამიანები. სპიკერებმა მზია თოლორდავამ (ტრენერი) და ეკა ჩერქეზიშვილმა (ამერიკული ფულბრაიტის პროგრამის ალუმნი) სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებთან ისაუბრეს იმ აუცილებელ უნარებზე, რაც ადამიანებს ეხმარება თავდაჯერებულობაში. სემინარს საბაუნის სტუდენტებიც დაესწრნენ.

სრულად
საჯარო ლექცია: რელიგია და დემოკრატია

2017 წლის, 14 მარტი. მომხსენებელი, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, არინა თავაქარაშვილი, შეეხო საქართველოს, როგორც სახლმწიფოს მიერ განვლილ გზას დასაბამიდან დღემდე. ქართველი ხალხის რელიგიურ და შინაგან თავისუფლებას.
სამართლისა და თელოგიის სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, მომხსენებელი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ რელიგიურ მოვლენებსაც შეეხო. საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სრულად
პოეზიის საღამო

2017 წლის 14 მარტს, საბაუნიმ ახალგაზრდა პოეტებს უმასპინძლა: რითმების კავალერი, მათე არაგველი, გოგა გომართელი, დავით ბოლქვაძე,გიორგი გოროზია, ვახო კამკამიძე, მიშო თათანაშვილი.

სრულად
ერასმუს + აკადემიური პერსონალის მობილობა საბაუნიში

2017 წელი 13 მარტი. ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი ჯამბურიას ვიზიტი ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში, პოლონეთი. აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები პოლონელი ლექტორების მოწვევასა და გაცვლით პროგრამებში ჩვენი სტუდენტების ჩართულობაზე.

სრულად
შეხვედრა გიგი თევზაძესთან

2017 წლის 3 მარტს, საბაუნის რელიგიის კვლევების საუნივერსიტეტო ცენტრის მოწვევით, პროფესორმა გიგი თევზაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: რელიგიის მეცნიერების რელევანტურობა და პერსპექტივები.

სრულად
ვლადიმერ ნარსიას წიგნის პრეზენტაცია

2017 წლის 28 თებერვალს, საბაუნიში გაიმართა კანონიკური სამართლის ლექტორის, ვლადიმერ ნარსიას წიგნის პრეზენტაცია - "შესავალი კურსი მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში". ღონისძიებას საბაუნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018
ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017