STAR პროექტის საორიენტაციო შეხვედრა მასარიკის უნივერსიტეტში

2017 წლის 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით საბაუნის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი ცხადაძე და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვნელი, გვანცა აბდალაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, მასარიკის უნივერსიტეტში, სადაც გაიმართა Erasmus+ KA2 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, დამატებითი რესურსები სქართველოსა და ჩინეთისათვის“ საორიენტაციო შეხვედრა.
შეხვედრაზე პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები და მათი წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო გზები.
პროექტის მიზანია ევროპელი პარტნიორების დახმარებით შემუშავდეს სწავლების მეთოდი, რომელიც სტუდენტზე იქნება ორიენტირებული და თავსებადი იქნება ქართული და ჩინური განათლების სისტემებისათვის. ასეთი მიდგომა ინოვაციურია საქართველოსათვის.
პროექტში ჩართულია 3 ქართული (საბაუნი, საქართველოს უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდი უნივერსიტეტი), 5 ჩინური უნივერსიტეტი, ჩეხეთის, ბულგარეთი, პორტუგალიისა და დანიის უნივერსიტეტები.
პროექტი დაიწყო 2016 წლის 15 ოქტომბერს და მისი ხანგრძლივობაა 3 წელი.

სრულად
საჯარო ლექცია: ტერორიზმი და ანალიტიკა

2016 წლის 28 დეკემბერს, ტერორისტული საფრთხეების ტრანსფორმაცია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ამ თემაზე ისაუბრეს საბაუნის სტუდენტებთან უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა: გიორგი გობრონიძემ (საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტი) და ვასილ კუჭუხიძემ (ეროვნული უშიშროების საბჭო).

სრულად
ტრენინგი: სამართალშემოქმედების პრაქტიკული ასპექტები

2016 წლის 26 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მრჩევლის სალომე ნატროშვილის ტრენინგი საბაუნიში - სამართალშემოქმედების პრაქტიკული ასპექტები.

სრულად
საჯარო ლექცია: როგორ დავიწყოთ კარიერა ტურიზმის სფეროში

2016 წლის 22 დეკემბერი. კომპანია "გუდ თრეველის" მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი სალომე გორგოძე სტუმრად საბაუნიში. საჯარო ლექცია: როგორ დავიწყოთ კარიერა ტურიზმის სფეროში. შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს კონკრეტული წინადადებები ტურიზმის სფეროში მუშაობის დასაწყებად.

სრულად
საჯარო ლექცია ფინანსურ ბაზრებსა და რისკების მართვაზე

საბაუნიში ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2017 წლის 19 დეკემბერს, ჩატარდა ტრენინგი. ფინანსური ბაზრებისა და რისკების მართვის ექსპერტმა ამირან აზალაძემ სტუდენტებთან ისაუბრა სავალუტო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, ლარის დევალვაციასა და საპრევენციო პოლიტიკაზე.

სრულად
 HR Partners-ის დირექტორის საჯარო ლექცია - დასაქმების პერსპექტივები

2016 წლის 12 დეკემბერს, რეკრუტინგული კომპანია HR Partners-ის დირექტორი ნინო ჯინჯოლავა სტუდენტებს ესაუბრა დასაქმების ბაზრის ტრენდებზე, რეზიუმეს ეფექტურ შედგენაზე, სამსახურის ძიებისას სოციალური მედიის გამოყენებასა და გასაუბრებისთვის ეფექტურ მომზადებაზე.

სრულად
ამერიკელი პროფესორის საჯარო ლექცია: ადამიანის უფლებები და ამერიკის კონსტიტუცია

2016 წლის 9 დეკემბერი, ამერიკელი პროფესორის დილეინ სვენსონის საჯარო ლექცია თემაზე: ადამიანის უფლებები და ამერიკის კონსტიტუცია.

სრულად
სტუდენტური დასაქმების ფორუმი

2016 წლის 1 დეკემბერი. დასაქმების ფორუმი საბაუნიში. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მთელი დღის მანძილზე შეხვედროდნენ წარმატებული კომპანიის წარმომადგენლებს, მიეღოთ მათგან ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ვაკანსიების შესახებ. 

სრულად
შეხვედრა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ ქოუჩ გვანცა მამაცაშვილთან

2016 წელი. 29 ნოემბერი. ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ქოუჩის გვანცა მამაცაშვილის შეხვედრა საბაუნელებთან ცხოვრების შემოქმედებაზე, ცხოვრებისეული სურვილებისა და ოცნებების ახდენასა და ბევრ საინტერესო თემაზე

სრულად
21 წესი გაყიდვების და შემოსავლების ზრდისთვის - დავით კენჭაძის მასტერკლასი

2016 წლის 28 ნოემბრის, 21 წესი გაყიდვების და შემოსავლების ზრდისთვის - დავით კენჭაძის მასტერკლასი საბაუნიში, სტუდენტები დაეუფლნენ გაყიდვების მნიშვნელოვან წესებს.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018
ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017