საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, 2019 წლის 4 დეკემბერს, 2 სთზ,ე 212აუდიტორიაში, პერიოდში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის იწყებს ახალგაზრდა ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული საინფორმაციო პროექტის - „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“  მორიგი ეტაპი განხორციელდა.

ტრადიციისამებრ, პროექტის ფარგლებში, სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა, საბაუნიში სტუდენტებისთვის (სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები) ჩაატარა 2 საათიან ტრენინგ-სემინარებს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებმა  მიიღეს ინფორმაციას შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • არჩევნების არსი და მის მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში;
  • არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებები და პრინციპები;
  • არჩევითი სახელმწიფო ორგანოები;
  • არჩევნებში ჩართულ მხარეები და მათი როლი საარჩევნო პროცესში;
  • აქტიურ მოქალაქეობასა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

სემინარის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

საბაუნი მადლობას უხდის  ცესკოს სწავლების ცენტრის ადმინისტრაციას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის.

სრულად
ტრენინგი თემაზე "შევქმნათ ჩვენი სახელმწიფო"

29 ნოემბერს ჩატარდა წარმატებული ტრენინგი თემაზე "შევქმნათ ჩვენი სახელმწიფო". 

მონაწილეები კენჭისყრით მეთოდით გუნდებათ იყვნენ დაყოფილნი, თითოეულმა გუნდმა შეიმუშავა კონსტიტუცია, თუ როგორი სახელმწიფო სურთ მათ. მონაწილე გუნდებმა შექმნეს თავისი ინტრესებისა და ხედვების მიხედვით ის სახელმწიფო,რომელიც მათ უნდოდათ.

სრულად

27 ნოემბერს საბაუნიში წარმატებული ბიზნესმენისა და სამოტივაციო სპიკერის, დავით კენჭაძის მასტერკლასი ჩატარდება.

მასტერკალსზე განხილული იყო, რგორო უნდა გახდე შენს სფეროში საუკეთესო, როგორ აიმაღლო მოტივაცია, როგორ უნდა დაიწყო შენი ბიზნესი და/ან მოძებნო საოცნებო სამსახური.
ყველაფერი რაც გინდა ცხოვრებაში, დიახ, შენ შეგიძლია - ეს იყო მთავარი სლოგანი მასტერკლასისთვის.

სრულად

27 ნოემბერს საბაუნიში ჩატარდა ვორქშოპი AI გამოწვევების შესახებ.
ვორქშოპზე განხილული იყო მნიშნელოვანი საკითხები როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამართალში, ბიზნესსა და ზოგადად საზოგადოებაში. განიხილეს მსოფლიოს ბაზარზე მიმდინარე AI ცვლილებები, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, ჩინეთი და ევროკავშირი.
და მზად არის საქართველო AI მომავლისთვის?

სრულად

27 ნოემბერს საბაუნიში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიართა.
წიგნი - ,,მსოფლიო საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალია (ისტორიული, კანონიკური და სამოძღვრო პერსპექტივები)“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა საბაუნის თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტმა.
👉 წიგნის ინგლისური ვერსია რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში, წმინდა ანდრია მოციქულის ორდენის მიერ, სტატიათა კრებულის სახით გამოიცა.
სადაც, შეგიძლიათ გაეცნოთ თეოლოგთა, მოძღვართა, ისტორიკოსთა თუ სხვა დარგების წარმომადგენელთა მიერ უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ შეხედულებებს, რაც დამატებით მრავალფეროვნებას სძენს კრებულს.
👉 ქართულენოვანი გამოცემა გოჩა ბარნოვისა და გურამ ლურსმანაშვილის რედაქტორობით შესრულდა.
სტატიები თარგმნეს: გურამ ლურსმანაშვილმა, ნათია მამუკაშვილმა, დიმიტრი გეგენავამ, ალექსანდრე გაბუნიამ, თეიმურაზ ბუაძემ, გიორგი სიორიძემ და გოჩა ბარნოვმა
გამოცემას დართული აქვს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისადმი გადაცემული ავტოკეფალიის ტომოსის ქართული ვარიანტი, რომელიც დედანიდან ირინე გარაყანიძემ თარგმნა.

 

სრულად
შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან

23 ნოემბერს საბაუნის თანამშრომლები ოფიციალური აუდიენციით მიიღო მსოფლიო პატრიარქმა, მისმა უწმიდესობა ბართლომემ, ეკუმენური პატრიარქის ფანარის რეზიდენციაში.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა კმაყოფილებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი არის ადგილი სადაც თანამშრომლობენ სხვადასხვა კონფესიის ადამიანები, განსაკურებით კათოლიკეები და მართლმადიდებლები. „ძალიან მიხარია თქვენს უნივერსიტეტში ასეთი ერთობა და თანამშრომლობა არსებობს ჩვენს ძმებთან, კათოლიკეებთან, ეს არის ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელი. მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან მსოფლიო საპატრიარქოსთვის რომის კათოლიკე ეკლესიასთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია. მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით არსებული გამოწვევებისა და ვნებათაღელვების ფონზე, ჩვენ, ქრისტიანული ეკლესიები უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავამოწმოთ ჩვენი სარწმუნოების ჭეშმარიტება მთელი სამყაროს წინაშე. 

მე პიროვნული სიმპათიებიც გამაჩნია ჩვენს ძმებთან კათოლიკეებთან, რამეთუ სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი რომში, იეზუიტ მამებთან ერთად აღმოსავლეთ ქრისტიანობის ფაკულტეტზე და დავიცავი ჩემი სადოქტორო ხარისხი კანონიკურ სამართალში, ვემზადებოდი, რათა მესწავლებინა ხალკის სასწავლებელში, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო ეს სასწავლებელი არ ფუნქციონირებს. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პაპ ფრანცისკესთან, რომელთანაც ხშირად მიწევს შეხვედრა და საუბარი დღევანდელობისათვის აქტუალურ თემებზე, როგორიცაა სოციალური და გარემოს დაცვითი საკითხები. მის ერთ-ერთ წერილში „Laudato si”პაპი წერს მსოფლიო საპატრიარქოს ღვაწლსაც გარემოს დაცვით საკითხებში“.

მსოფლიო პატრიარქი ასევე შეეხო ქართველებისა და ბერძნების ურთიერთობას  უძველესი დროიდან და ცალკე აღნიშნა საქართველოს პატრიარქის, მის უწმიდესობა ილია მეორესადმი პატივისცემა და ძმური სიყვარული.  „ილია მეორე, არის ძალიან ნათელი პიროვნება არა მხოლოდ ქართველი ერისათვის, არამედ მთლიანად მართლმადიდებლური სამყაროსათვის“ -აღნიშნა მან. მან აქვე გაიხსენა მისი ვიზიტი საქართველოში ორი ვიზიტი საქართველოში და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტი სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მან ასევე დიდი სურვილი და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა სტამბოლში ქართული სათვისტომოს დაფუძნებისა და იქ ქართველი მღვდლის მოღვაწეობის შესახებ, მსგავსად რუსული, რუმინული და ბულგარული სათვისტომოებისა.

შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა საბაუნის თანამშრომლებს გადასცა ახლად გამოსული მისი წიგნის „შეხვედრა საიდუმლოსთან“, რომელიც ინგლისურიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა და თან დასძინა „ამ წიგნს გჩუქნით არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს ჩემი დაწერილია, არამედ იმიტომ, რომ აქ გადმოცემული პოზიცია წარმოადგენს მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციას, გთხოვთ, გაეცნოთ და გაავრცელოთ თქვენს გარემოცვაში, რადგან ვიცი რომ რიგ საკითხებში მცდარი შეხედულება არსებობს მსოფლიო საპატრიარქოს შესახებ“.

საბაუნის დამფუძნებელმა და ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ როგორც საბაუნის დამფუძნებლისათვის მეტად მნიშვნელოვანია კათოლიკე და მართლმადიდებელი ძმების და დების ჰარმონიული თანამშრომლობა „ჩვენი უნივერსიტეტის მიზანია შევქმნათ თავისუფალი ადგილი/სივრცე, სადაც ყველას შეეძლება განვითარდეს როგორც პროფესიულად, ასევე სულიერად განურჩევლად რელიგიური/კონფესიური აღმსარებლობისა. ჩვენ გვინდა ვიყურებოდეთ წინ და არ შევჩერდეთ აწმყოზე, იმ პატარა მოვლენებზე რაც ირგვლივ ხდება დღეს. ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც ამ მიზანს უკავშირდება და გვსურს გთხოვოთ თქვენი კურთხევა ჩვენი მომავალი ერთობლივი საქმიანობისათვის“.

შეხვედრის დასასრულს საბაუნის რექტორმა და დამფუძნებელმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მსოფლიო პატრიარქს.

ფანარის რეზიდენციის შემდეგ, საბაუნის თანამშრომლები ეწვივნენ ხალკის კუნძულს, სადაც მდებარეობს მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია, წმ. სამების სახელობის მონასტერი (IX საუკუნე) და ასევე ხალკის სასწავლებელი (1841 წელი) უმდიდრესი ბიბლიოთეკით. ამ რეზიდენციაში წლების მანძილზე იმართებოდა და ახლაც იმართება სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები და სინოდის სხდომები.

სტამბოლში ვიზიტი საბოლოო ჯამში მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ირმა წულაია, საბაუნის ადამიანური რესურსების მენეჯერი ასე აფასებს ამ ვიზიტს: „ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ვეწვიეთ მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმიდესობა ბართლომეს, რომელმაც გვიმასპინძლა თავის რეზიდენციაში და სიმბოლური საჩუქრებიც გადმოგვცა. ამავე დღეს მოვინახულეთ ჰალკის აკადემია, ჰეიბელიადას კუნძულზე, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა მაინც ძალიან საინტერესო იყო სასწავლო აუდიტორიების  და უძველესი ბიბლიოთეკის დათვალიერება, რომელშიც 45 000 -ზე მეტი წიგნი ინახება. ასევე, ძალიან შთამბეჭდავი იყო დარბაზების დათვალიერება, სადაც იკრიბებოდა და ამჟამადაც იკრიბება წმინდა სინოდი.

ვფიქრობ, ჩვენმა ვიზიტმა სტამბოლში ძალიან წარმატებით ჩაიარა. საკმაოდ მცირე დროში მოგვეცა საშუალება ბევრი საინტერესო ადგილი დაგვეთვალიერებინა და სასარგებლო ინფორმაცია მიგვეღო.

მადლობა მინდა გადავუხადო  საბაუნის ადმინისტრაციას აღნიშნული შესაძლებლობისთვის და ვიმედოვნებ მომავალშიც გვექნება საშუალება განვახორციელოთ მსგავსი ვიზიტები“.

სრულად
საბაუნის ადმინისტრაცია სტამბულის ქართველთა სავანეში

2019 წლის 22-23 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტამბოლს სტუმრობდა სადაც ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა მსოფლიო პატრიარქთან, მის უწმიდესობა ბართლომესთან და ფერიქოეს ქართველ კათოლიკეთა სავანეში, ზაზაძეების ოჯახთან.

სტამბოლის ცენტრალურ უბანში (ფერიქოე) მდებარე კათოლიკეთა სავანეს საბაუნის დელეგაცია 22 ნოემბერს ეწვია, სადაც დაგვხვდნენ  სიმონ ზაზაძის შვილები, პოლ, პაულინა და ნატალი ზაზაძეები. შეხვედრის დასაწყისში პოლ ზაზაძემ კმაყოფილება და მადლიერება გამოხატა ჩვენთან  შეხვედრის გამო და მოკლედ გაგვაცნო ქართული სავანის ისტორია, არსებული პრობლემები და გამოწვევები. „მე და ჩემი დები, ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან გვაქვს პატივი გავაგრძელოთ ჩვენი პაპის მიერ დაწყებული საქმე და ვიზრუნოთ ამ საგანძურზე რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. პაპაჩემმა (პავლე ზაზაძემ) და მამაჩემმა (სიმონ ზაზაძემ) უზარმაზარი შრომა გასწიეს, რათა დღემდე შემოენახათ სავანის  ბიბლიოთეკა, რომელიც რამდენიმე ათას უძველეს წიგნსა და ხელნაწერს ითვლის. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ამჟამად ვაკეთებთ ჩვენთან დაცული წიგნების გაციფრულებას, რომელიც მომავალში ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისათვის.“ პოლ ზაზაძემ მოგვითხრო თუ რა მძიმე პირობებში უწევდათ ამ სავანის შენარჩუნება მის პაპას და მამას, რომ ზოგჯერ ხელნაწერების დამალვაც უწევდათ, იმისათვის რომ სახელმწიფო მოხელეებს არ გაენადგურებინათ ისინი. “მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ჩვენ დღემდე უვნებლად შემოვინახეთ ეს საგანძური და ეს ნამდვილად ღვთისმშობლის დამსახურებაა, რომლის მფარველობასაც ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ“-აღნიშნა პოლმა.

საბაუნის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ დიდი მადლობა გადაუხადა მასპინძლებს მიღებისა  და ქართული სავანის პატრონობისათვის, რომელსაც ზაზაძეების ოჯახი წლების მანძილზე ეწევა. „მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა რამდენჯერმე მომენახულებინა ქართული ტაძარი და  შევხვედროდი ბატონ სიმონ ზაზაძეს, უნდა აღვნიშნო რომ, რამდენჯერაც აქ მოვდივარ, ყოველთვის სიამაყისა და აღფრთოვანების გრძნობა მეუფლება, რამეთუ, ვგრძნობ ჩვენი წინაპრების დიად ღვაწლს. დიდი ბედნიერებაა უშუალო წინაპრების ნაკვალევის მონახულება და გაცნობა. დიდი მადლობა თქვენ ამ უზადო საქმისათვის და თავდადებისათვის, რასაც ქართველი ხალხისათვის აკეთებთ. მინდა გამოვთქვა ჩვენი მზაობა და მხარდაჭერა თქვენს საქმიანობაში, თქვენს გვერდით გვიგულეთ როგორც შეგვიძლია და მოხარულები ვიქნებით გიმასპინძლოთ ჩვენს უნივერსიტეტში“.

სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს ასევე საბაუნის დამფუძნებელმა და კავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ და საბაუნის პროფესორმა მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ლურდის ღვთისმშობლის ეკლესიას (ყოველი წლის 11 თებერვალს, ლურდის ღვთისმშობლის დღესასწაულზე) და აღავლენენ წირვა-ლოცვას

უნივერსიტეტის თანამშრომლებს საშუალება გვქონდა დაგვეთვალიერებინა წიგნადი ფონდიც, რომელშიც ათასობით წიგნი და ხელნაწერი ინახება ქართულ, ფრანგულ, იტალიურ, ბერძნულ, ლათინურ, სლავურ, თურქულ და სხვა ენებზე (სულ 17 ენაზე), მათ შორის არის 1670 წელს რომში გამოცემული პირველი ქართული ენის გრამატიკა შედგენილი მღვდელი ფრანცისკო მარია მაჯოს მიერ და სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“. აქვე ინახება მე-19, მე-20 საუკუნეების ქართული ჟურნალ-გაზეთები საფრანგეთსა და საქართველოში დაბეჭდილი და სავანის  სტამბაში დაბეჭდილი წიგნებიც, ძირითადად სასწავლებისათვის საჭირო მასალა (სტამბა მოქმედებდა 1870 წლიდან).

არქივის მონახულების შემდეგ, მოვინახულეთ ლურდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და მასთან არსებული მონასტერი, რომელშიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა გიორგობისადმი მიძღვნილი წმ. წირვა.

 

მონასტრის და სავანის მოკლე ისტორია ასეთია: ეკლესიის დამაარსებელი, კათოლიკე მღვდელი მამა პეტრე ხარისჭირაშვილი დაიბადა 1818 წელს ახალციხეში. 24 წლისა პეტერბურგში ეკურთხა მღვდლად, მასწავლებლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1857 წელს სალოცავად წავიდა საზღვარგარეთ, ლოცულობდა იერუსალიმის, იტალიის წმიდა ადგილებში. 1859 წელს მოვიდა სტამბოლში და დაიწყო ზრუნვა ეკლესიის ასაშენებლად. ამავე წელს მიიღო რომის პაპის ნებართვა სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა საზოგადოების შექმნისა. საზოგადოება იურიდიულ უფლებას ვერ მიიღებდა, რომ არ ჰქონოდა სამონასტრო ადგილი. საარქივო მასალებიდან ცნობილია, რომ ვიღაც კეთილშობილ კაცს ამ საზოგადოებისათვის შეუწირავს 1230 არშინი მიწა ბინისა და სამლოცველოს ასაშენებლად. შემდეგ მამა პეტრეს თავისი მოწაფეებთან ერთად ამაზე სამჯერ მეტი მიწა შეუძენია. 1863 წელს მამა პეტრეს მიერ დაწერილი ანდერძიდან ცნობილია, რომ სავანის მიწა, სამლოცველო, უძრავ-მოძრავი ქონება, მისი სიკვდილის შემდეგ საზოგადოების ყველა წევრის, კათოლიკე მრევლის საკუთრებას წარმოადგენს.

1861 წელს მამა პეტრემ საძირკველი ჩაუყარა წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიას და სავანეს, სადაც იგი გარდაიცვალა 1890 წლის 9 ოქტომბერს. მისი გული დღემდე შენახულია სპეციალურ სპირტიან ქილაში. დასაფლავებულია ეკლესიის შიგნით. მამა პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე დააწესებინა.

1869-1871 წლებში მან დააარსა დედათა და მამათა მონასტერი, ქართულ-ფრანგული, ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები და ქართული სტამბა. სასწავლებელში, სასულიერო საგნების გარდა, ასწავლიდნენ ექიმობას, წამლების კეთებას, უცხო ენებს და მასწავლებლობას. ამ სკოლაში აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერებები და მწერლები მიხეილ თამარაშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, ივანე გვარამაძე, ბენედიქტე ვარდიძე და სხვები.

ფერიქოეს ქართული სავანე იყო არა მარტო სასულიერო დაწესებულება, არამედ დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის. 1911 წელს აქ დაარსდა ქართული კლუბი, სადაც იმართებოდა შეხვედრები, საღამოები, თითო შეხვედრას 150 ზე მეტი ქართველი მაინც ესწრებოდა. ფერიქოეს სავანე იყო ქართველთა მშობლიური კერა, საიმედო თავშესაფარი. 1921 წლიდან საქართველოდან აქ ჩამოდიოდა ბოლშევიკების მიერ დევნილი ბევრი ქართველი საფრანგეთში ჩასვლამდე. სამ თვეს აქ ცხოვრობდნენ ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ საქართველოდან ემიგრაციაში წასული დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მთავრობის წევრები, ნოე ჟორდანიას მეთაურობით.

სავანის მოვლა-პატრონობის საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვით მამა - შვილს პავლე და სიმონ ზაზაძეს. პავლე ზაზაძე წარმოშობით ახალციხელი იყო, სოფელ უდედან. 1913 წელს მღვდელმა ბენედიქტე ვარდიძემ წამოიყვანა იგი სტამბოლში, ფერიქოეს მონასტრის სასწავლებელში სამღვდელოდ მოსამზადებლად. მაგრამ მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ცხოვრება აირია. ბევრი ქართველი მოსწავლე გერმანიაში წაიყვანეს სასწავლებლად, მაგრამ პავლე სტამბოლში დარჩა, ვაჭრობა შეისწავლა და ცნობილი პიროვნება გახდა. 1966 წლიდან, როცა მონასტერი დაცარიელდა, ბოლო მონაზონიც გარდაიცვალა, პავლე ზაზაძემ ითავა ფერიქოეს ქართველთა სავანის პატრონობა, იგი ღრმად მოხუცებულიც კი დადიოდა ეკლესიაში და მზრუნველობას არ აკლებდა ამ წმინდა ადგილს. მისი გარდაცვალებიდან - 1989 წლიდან, მამის ანდრეძისამებრ ამ კეთილშობილურ საქმე გააგრძელა მისმა შვილმა, სიმონ ზაზაძემ. დღეისათვის წინაპრების საქმეს სიმონის ვაჟი, პოლ ზაზაძე უდგას სათავეში თავის დებთან, პაულინა და ნატალი ზაზაძეებთან ერთად.

სრულად
ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი

2019 წლის 22-29 ოქტომბერს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში საბაუნის სტუმრობდა ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ვიცე დეკანი, პროფესორი ელი აირულე, რომელმაც თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები პატრისტიკის მიმართულებით. პროფესორ აირულეს ლექციების მთავარი თემა იყო, VI-VII საუკუნეში მოღვაწე წმიდანის, მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრება და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ქრისტიანული ეკლესიებისათვის (როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ეკლესიებისათვის).

ფრანგ სტუმარს ლექციების გარდა შეხვედრები ჰქონდა უნივერსიტეტის რექტორთან, ვიცე რექტორთან და ფაკულტეტის დეკანთან, სადაც ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე. ერთ-ერთი ერთობლივი პროექტი, რომელიც დაიგეგმა არის მაქსიმე აღმსარებელისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია საბაუნისა და ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტებს შორის. პროფესორ ელი აირულეს კვლევის თემა სწორედ მაქსიმე აღმსარებელის მოღვაწეობაა, შესაბამისად, იგი ძალიან მოხარული იყო ამ იდეით „მე, როგორც ამ წმიდა მამის ცხოვრების მკვლევარი, ძალებს არ დავზოგავ რათა ეს კონფერენცია გამოვიდეს საინტერესო, ჩავრთავ ამ სფეროში მომუშავე ყველა ჩემს ნაცნობს. ვფიქრობ, რომ ამ კონფერენციას სამეცნიერო ასპექტის გარდა ექნება კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიალოგის მხარდამჭერი მნიშვნელობა. გარდა ამისა, ფაკულტეტის დეკანთან ვისაუბრეთ ამავე სფეროში აღმოჩენილი ხელნაწერის და მისი კომენტარების ერთობლივი გამოცემის საკითხზეც. რა თქმა უნდა სამომავლოდ განვიხილავთ სადოქტორო სწავლების სტუდენტების გაცვლასაც“ გაგვიზიარა შთაბეჭდილება პროფესორმა ელიმ.

Erasmus+ KA107 პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისა და პერსონალის (აკადემიური და ადმინისტრაციული) მოკლე ვადიან მობილობას, რომელიც მიზნად ისახავს გარდა პროფესიული ზრდისა, კულტურათა გაცნობა დაახლოებას და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

თუ რა იყო მთავარი შედეგი ამ მობილობიდან, პროფესორმა აირულემ ინგლისურ ენაზე ლექციების წაკითხვის გამოცდილება და ქვეყნის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება დაგვისახელა.

„აკადემიური პერსონალის მობილობა ხელს უწყობს პედაგოგს შეიძინოს ინგლისურ ენაზე ლექციების წაკითხვის გამოცდილება. მე პირადად უკვე მზად ვარ ჩვენს უნივერსიტეტში ჩამოსულ სტუდენტებისთვისაც ჩავატარო ლექციები ინგლისურ ენაზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო მასპინძელი უნივერსიტეტის გულთბილი დახვედრა, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩემი უდიდესი სურვილი და უზრუნველყვეს ჩემი მგზავრობა დასავლეთ საქართველოში, სადაც მოვინახულე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადგილები: კაცხის კონცხი, სადაც მდებარეობს მაქსიმე აღმსარებელის სახელობის ეკლესია და მისივე საფლავი ცაგერში. ამ ვიზიტის წყალობით მე გაცილებით ახლოდან გავიცანი საქართველო და კარგად მესმის ევროპაში ქრისტიანობის ისტორიისათვის ამ ქვეყნის მნიშვნელობა. მე ასევე უკეთ გავაანალიზე ამ ქვეყნის გამოწვევები, რაც გამოიხატება დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის ძლიერ სწრაფვაში“.

ფრანგი პროფესორის ვიზიტი განხორციელდა საბაუნისა და ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტების ერთობლივი Erasmus+ KA107 პროექტით, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის მოხდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლა. საბაუნი Erasmus+ KA107 პროექტებში ჩართულია 2015-2016 აკადემიური წლიდან და ყოველწლიურად ახორციელებს სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას.

სრულად

2-5 ნოემბერს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ თემაზე, ,,მედიასამართალი ახალი გამოწვევების ფონზე“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. მოწვეულ სტუმრებს მიესალმენ საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიისა პროექტების მენეჯერი ხათუნა დიასამიძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეები ანრი ოხანაშვილი და სოფიო კილაძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტის უფროსი და კონსული იან ბითნერი. აუდიტორიას ზაარბრიუკენიდან მიმართა ქალაქ ზაარბრიუკენის მერმა, ზაარლანდის ფედერალური მიწის მედიაუწყების ყოფილმა დირექტორმა უვე ქონრათმა. მისასლმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კომუნიკაციოების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე, რომელმაც ისაუბრა გამოხატვის სტანდარტზე საქართველოში და მარეგულირებელი ორგანოს როლზე მასში. ზაარლანდის ფედერალური მიწის მედიაუწყების ყოფილმა დირექტორის მოადგილემ და ევროპული მედიასამართლის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ (EMR) იორგ უკროუმ წარმოადგინა მოხსენება ევროკავშირის მედიარეგულაციები ციფრული შიდა ბაზრის სფეროში. LL.M (Harvard), სამოქალაქო სამართლის, საერთაშორისო კერძო სამართლის და შედარებოთი სამართლის პროფესორმა, ზიგენის უნივერსიტეტის მედიისა და საკომუნიკაციო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა (IMKR) ჰანეს როსლერმა ისაუბრა პიროვნული უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ კონფლიქტურ სიყუაციებში,სულხან საბა ორბელიანისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტების ასოცირებულმა პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ წარმოადგინა მოხსენება გამოხატვის თავისუფლება სოციალურ მედიაში (ქართულ რეალობაში).

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. კონფერენციის მეორე პანელში ლაიბნიცის სახელობის მედიაკვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ_თანამშრომლის ჰანს ბრედოუს სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ამელი ჰელდითმა ისაუბრა სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ ინტერნეტში და მიმწოდებელთა ვალდებულებებზე სოციალურ ქსელებში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია მედიის მპრობლემებზე ციფრულ ერაში. ზაარლანდის ფედერალური მიწის მედიაუწყების ყოფილი დირექტორის მოადგილე და ევროპული მედიასამართლის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ იურგ უკროუმ ისაუბრა Fake Newsზე და დეზინფორმაციაზე, როგორც სამართლებრივ პრობლემაზე. MS.c.Oxford) სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა უჩა ბახტაძემ წარმოადგინა მოხსენება დანაშაულის გაშექება და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები საქართველოში.

კონფერენცია რამდენი დღის მანძილზე მიმდინარეობდა მედიასამართლის მნიშვნელოვან საკითხებზე. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტებიც.

სრულად
რექტორი საერთაშორისო კონფერენციაზე

საბაუნის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ მონაწილეობა მიიღო რიგით XIX საერთაშორისო კონფერენციაში „ გამოწვევები ახალი ევროპისათვის“, რომელიც გაიმართა 2019 წლის 11-12 ოქტომბერს ქალაქ კრაკოვში (პოლონეთი). ორდღიანი კონფერენცია ხუთ თემატურ პანელად იყო გაყოფილი, სადაც მომხსენებლები დებატების ფორმატში განიხილავდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: „რელიგიური თავისუფლება როგორც გამოწვევა ევროპელი პოლიტიკოსებისათვის“, „ახალი ევროპული საზოგადოება ბრექსიტის შემდეგ“, „პოპულიზმი ევროპაში - ურთიერთობა მოქალაქეებსა და ელიტებს შორის“, „ევროკავშირის საერთო ეკონომიკური მოდელი?“ და „ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპა -ერების შემოდგომის სამი ათწლეულის შემდეგ“. 

საბაუნის რექტორი მონაწილეობას იღებდა პოპულიზმისადმი მიძღვნილ პანელში ივო ბელეტთან ( ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ბელგია) და მარჩინ ზაბოროვსკისთან (საგარე საქმეთა პოლონური ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი) ერთად.

კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ აკადემიური წრეების წარმოამდგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები (განსაკუთრებით ევროკომიიდან და ევროპარლამენტიდან), ჟურნალისტები და სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლები. მიმდინარე წელს მონაწილეთა შორის იყვნენ: ელჟბეტა ბიენკოვსკა (ევროკომისია), მაირედ მაკგუინესი (ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი, ირლანდია) იაცეკ მაიროვსკი (კრაკოვის მერი), ბრონისლავ კომოროვსკი (პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი), ჟაკ სანტერი (ევრო კომისიის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ შუმანის ფონდი ლუქსემბურგში), იან ტომბინსკი (ვატინაკში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი).

კონფერენცია ორგანიზებულია კრაკოვის იოანე-პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტის, პოლონეთის კონრად ადენაურებისა ფონდის და ლუქსემბურგის რობერტ შუმანის ფონდების მიერ.

კონფერენციას რექტორთან ერთად ესწრებოდა საბაუნის იურისტი, თამთა თავართქილაძე.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019
ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018