2018 წლის 21 ნოემბერს საბაუნის სტუმრად ეწვია გიორგი გიგინეიშვილი, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: კონფლიქტი აფხაზეთში: ისტორიულ-სამართლებრივი ანალიზი.

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია-განხილვა საკითხთან დაკავშირებით, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ საინტერესო პასუხები.

 

 

სრულად
პროექტ STAR-ის შუალედური ანგარიში და პროფესიული განვითარების ცენტრის  პრეზენტაცია

2018 წლის 20 ნოემბერს გაიმართა საბაუნიში ახლად დაფუძნებული პროფესიულიგანვითარების ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც Erasmus+ მეორე აქტივობის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავერესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის (STAR)“ ფარგლებში დაფუძნდა. პროექტის მენეჯერმა, შორენა პარუნაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროექტის შუალედური ანგარიში: ძირითადი მიზნები, დღემდე შესრულებული საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. პროექტის მიზანია თანამედროვე სწავლების მეთოდების ცნობადობის გაზრდა და აქტიურად დანერგვა სასწავლო პროცესში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელშიც თამოყრილია საუკეთესო გამოცდილების მაგალითები სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, აქცენტი გაკეთებულია შემდეგ ხუთ მეთოდზე: პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), დავალებაზე დაფუძნებული სწავლება (TBL), აღმოჩენებზე დაფუძნებული სწავლება, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტები. სწავლების თანამედროვე მეთოდებზე შემუშავებული ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე ( https://munispace.muni.cz/library/catalog/book/1014 ). სახელმძღვანელო ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება თებერვლის ბოლოს. რაც შეეხება პროფესიული განვითარების ცენტრს, მისი მთავარი მიზანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ყოველი სემესტრის დასაწყისში ფაკულტეტებთან თანამშრომლობით საბაუნის აკადემიური პერსონალი შეავსებს საჭიროებების განმსაზღვრელ კითხვარს, რომლის მიხედვით დადგინდება რა მიმართლების და თემატიკის ტრენინგები/სემინარები უნდა ჩაატაროს ცენტრმა. ამასთან, ცენტრის უმთავრების მიზანია პროექტის ფარგლებში      შემუშავებული/თავმყროლი ინფორმაციის აკადემიურ პერსონალამდე მიტანა. შეხვედრის მეორე ნაწილში პროექტის მონაწილე, საბაუნის ასოცირებულმა პროფესორმა გვანცა აბდალაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოკლე პრეზენტაცია სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, სადაც მიმოიხილა ზოგადად არსებული მეთოდები, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაფუძნებულია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ასევე, ის სიახლეები, რომლებიც ამ სახელმძღვანელოშია თავმოყრილი. პროექტი STAR უკვე ორი წელია მიმდინარეობს და 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.

სრულად

2018 წლის 20 ნოემბერს საბაუნიში გაიმართა ახალი გამოცემის - „რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში“ - წიგნის წარდგენა.

წიგნი მომზადებულია ამერიკული სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის ცენტრის მიერ. მასში შედის საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სასამართლო პრაქტიკიდან 11 საინტერესო გადაწყვეტილებების ანალიზი. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ წიგნის თანაავტორები არიან საბაუნის სტუდენტები (კურსდამთავრებულები და მოქმედი მაგისტრანტები), ესენია: სალომე ლორთქიფანიძე, თამთა გიგაური, ნინო წიკლაური, მარიამ ნანეიშვილი, მაკა მოქია, ნინო ქარცივაძე, სოფიკო წურწუმია, თამთა თავართქილაძე, ანა ტუხაშვილი, სესილი ჭითაშვილი.

სრულად

2018 წლის 19 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა სტიპენდიანტთა დაჯილდოების ცერემონია.

სტიპენდიანტები საბაუნის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა და მათ წარმატება უსურვა. სიტყვით წარსდგა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი დიმიტრი გეგენავაც, რომელმაც დამსწრეებს უნივერსიტეტში მოქმედი სტიპენდიის გაცემის წესი გააცნო.

დეტალურად სტიპენდიის გაცემის წესის შესახებ:

სრულად
საბაუნი ტოლერანტობის ქომაგი

2018 წლის 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა. ეს არის ჯილდო, რომლითაც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს,
აჯილდოებენ ადამიანებს, ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს რომლებმაც მიმდინარე წლის განმვლობაში ხელი შეუწყეს ქვეყანაში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვირდებას. წელს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს მფლობელები გახდნენ:

 სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
 იოს დაუმა, ჰოლანდიის ელჩი
 დედა სიდონია
 ნათია კაპანაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
რედაქტორი
 სოფიო სიჭინავა, ცესკოს კოორდინაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების
დეპარტამენტის უფროსი
 ეთნიკური და მულტიკულტურულაზმის შესწავლის ცენტრი
 ვიტალი საფაროვი (ახლახანს ვერაგულად მოკლული უფლებადამცველი
სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიაგადზე), ჯილდო გადაეცა უფლედამაცველის დედას
 ბათუმელები, მედიაორგანიზაცია
 მარნეულის სათემო რადიო
 პანსკისი სათემო რადიო WAY

ასევე, საგანგებო ჯილდოები გადაეცათ უმცირესობების საბჭოების წევრებს: გარი აუგუსტის, ქართველ-გერმანელთა სათვისტომოს ხელმძღვანელს და საქართველოში ლატვიის სათვისტომოს თავმჯდომარეს, რეგინა იაკობიძეს. ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1996 წლის 16 ნოემბერს იღებს, როდესაც იუნესკოს წევრმა სახელმწიფოებმა ტოლერანტობის (შემწყნარებლობის) პრინციპების შესახებ დეკლარაცია და სამოქმედო პროგრამა მიიღეს. საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ტოლერანტობის ცენტრი ამ დღეს 2006 წლიდან აღნიშნავენ.

სრულად

Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის კონკურსის შედეგად 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრზე საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სამი სტუდენტი გაემგზავრება საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სასწავლებლად.
ნელი გოგინავა და მარიამ კუტალაძე ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი)
გიორგი ჯანაშვილი (იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი)

საბაუნი წარმატებებს უსურვებს გრანტის მფლობელებს.

სრულად

2018 წლის 15 ნოემბერს საბაუნის სტუმრად ეწვივნენ: პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი, ვატიკანის ელჩი (წმ. საყდრის დესპანი) მთავარეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტენკური და ვარშავის სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სტანისლავ ძიეკონსკი.

შეხვედრაზე საბაუნისა და ვარშავის სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფასა და უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობების განხორციელებას.

შეხვედრის ბოლოს საბაუნის ფოლკლორულმა ანსამბლმა დამსწრეებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

სრულად

2018 წლის 15 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა საბაუნის ვიცე-რექტორის, პროფესორ დიმიტრი გეგენავას წიგნის წარდგენა.

წიგნი - „ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობის სამართლებრივი მოდელები და საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და იურიდიული კომპანია „ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ ერთობლივი გამოცემაა.

წიგნში განხილულია ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობების ისტორია, ძირითადი პოლიტიკურ-სამართლებრივი საკითხები, ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობების სამართლებრივი მოდელები და მათი ძირითადი მახასიათებლები, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, მისი პრობლემები და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

ღონისძიებაზე დამსწრეებს წიგნები უსასყიდლოდ გადაეცათ, ავტორის ხელმოწერით.

სრულად

2018 წლის 14 ნოემბერს საბაუნიში ჩარტარდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: ➡ „პირველი მსოფლიო ომი: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ისტორიის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის მიმართულების პროფესორები და მკვლევრები. მოხსენებების ბოლოს გაიმართა დისკუსია-განხილვა, სადაც დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები.

სრულად

2018 წლის 6 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ▶ ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ექსპერტები და მოსამართლეები: ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიიდან.

მოხსენებებით წარსდგნენ:  მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი - USAID/PROLoG-ის ექსპერტი, აშშ-ის მოსამართლეთა კონფერენციის, მოსამართლეთა საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, მოსამართლე რენატე ვინტერი, ევროკავშირი საქართველოსთვის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ხელმძღვანელი,მოსამართლე კატიცა არტუკოვიჩი, ევროპის საბჭოს ექსპერტი, მაგისტრატი ავრილ კალდერი - ევროკავშირი საქართველოსთვის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ექსპერტი, არასრუწლოვანთა და საოჯახო საქმეების განმხილველ მოსამართლეებისა და მაგისტრატების საერთაშორისო ასოციაციის ყოფილი პრეზეიდენტი.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018
ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017