საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: პოსტსაბჭოთა ქვეყნები - გამოწვევები, პერსპექტივები

2018 წლის 19 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა კვლევების ინსტიტუტმა (IPSS) უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: პოსტსაბჭოთა ქვეყნები - გამოწვევები, პერსპექტივები. კონფერენცია გახსნეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ვაჟა ვარდიძემ, პოსტსაბჭოთა კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ქალბატონმა გვანცა აბდალაძემ და კონფერენციის სპეციალურმა სტუმარმა, ევროპარლამენტის წევრმა ბატონმა იან ოლბრიხტმა. კონფერენცია მოიცავდა 4 პანელს აკადემიური პერსონალისა და საჯარო მოხელეების მონაწილეობით და 2 ახალგაზრდულ პანელს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის წარმომადგენლები.

სრულად
საბაუნის პროფესორი აკადემიური მობილობით KUL ში

მიმდინარე წლის 14-18 მაისს, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ნაზიბროლა ჩინჩალაძე Erasmus+ პერსონალის მობილობით იმყოფებოდა  იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (KUL), რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პოლონელი სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

“ჩემთვის როგორც პროფესორისათვის Erasmus+ დაფინანსებით და საბაუნის წარდგინებით ორგანიზებული ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტი ქალაქ ლუბლინის იოანე პავლე მეორის კათოლიკურ უნივერსიტეტში იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მომეცა შესაძლებლობა წამეკითხა ლექციები რამოდენიმე თემაზე. განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან ლექცია ეფექტური ოკუპაციის პოლიტიკის თემაზე. აუდიტორიაში ბევრი უკრაინელი სტუდენტი იყო, ამდენად, ჩვენ შევადარეთ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის მოვლენები და შევეცადეთ პასუხი გაგვეცა შეკითხვებზე, რომლებზეც ძნელია პასუხის გაცემა. სტუდენტების მიერ დასმული იყო შინაარსიანი და რეალური შეკითხვები ამ მიმართებით. აუდიტორიაში შევთანხმდით იმაზე, რომ ეს არის ძალის პრობლემა და ასევე საზოგადოების დაუდევრობისაც. შეხვედრებმა პოლონელ კოლეგებთან პროფესორ ვოიცეხ სტაშევსკისთან, პროფესორ კინგა სტასიაკთან და პროფესორ სვენსონთან სხვა მხრიდან დამანახა ჩემი მიდგომები გარკვეული საკითხებისადმი.  ასეთი ვიზიტები, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა როგორც პროფესორის, ისე სტუდენტებისათვის”- საბაუნის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ნაზიბროლა ჩინჩალაძე.

ქალბატონი ნაზიბროლას ლექციებს ასევე ესწრებოდნენ KUL-ში სასწავლებლად წასული საბაუნის სტუდენტები, მაკა მოქია და ჯუნა ირიაული.

საბაუნი იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტთან Erasmus+ მობილობის პროექტებს 2015-2016 სასწავლო წლიდან წარმატებით ახორციელებს.

სრულად

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გახდა მსოფლიოს კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (IFCU) სრულუფლებიანი წევრი უნივერსიტეტი, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის მარტში, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში.  ფედერაციის წევრობა საბაუნისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი და ღია კარია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისათვის.

ფედერაცია დაარსდა 1924 წელს და დღეს მასში გაწევრიანებულია 227 უნივერსიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (ექვსი კონტინენტიდან).

IFCU -ს აქვს კონსულტანტის სტატუსი გაეროში (ნიუ იორკი), UNESCO ში (პარიზი) და ევროკავშირში (სტრასბურგი). გარდა ამისა, ფედერაციას თავისი წარმომადგენლობა ყავს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში (ECOSOC) (ვენა), ჟენევის ადამიანის უფლებათა კომისიაში და გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისში (UNODC) (ვენა).

სრულად

პირველი მაისიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი ძალაში შევა. ამ კანონის მიხედვით თამბაქოს მოწევა სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში აიკრძალება.

თამბაქოს მოწევა აკრძალულია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

დადგენილი წესის დამრღვევ პირს მიეცემა გაფრთხილება და შემდგომ დაჯარიმდება.

სრულად
ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში

2018 წლის 25-26 აპრილს საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი ცხადაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა კაჭრეთის ამბასადორში თემაზე: ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში.

პროექტი განხორციელდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიერ.

პროექტი მხარდაჭერილი იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

 

 

სრულად
ვიზიტი ვალადოლიდის უნივერსიტეტში

16-20 აპრილს საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი, შორენა პარუნაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესპანეთის, ვალადოლიდის უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღო ERASMUS+ ის KA107 ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კვირეულში, სადაც მონაწილეობდა 33 უნივერსიტეტის 50-მდე წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ძირითადად ლათინური ამერიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და შუა აზიიდან. კვირეულის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.

სრულად
პროფესიული განვითარების ცენტრი

STAR პროექტის ფარგლებში დაფუძნდა პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია პროექტით შემუშავებული სწავლების მეთოდის გადაცემა როგორც საბაუნის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის ასევე გარე პირებისათვის.
ცენტრის კაბინეტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, პერსონალური კომპიუტერებით, საკონფერენციო და გახმოვანების სისტემით, სმარტ დაფით, ლაზერული პრინტერით და ბრაილის პრინტერით. კაბინეტის ტექნიკით აღჭურვა მოხდა პროექტის თანადაფინანსებით.
ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება მარტის დასასრულს.

სრულად
საბაუნის რექტორის ვიზიტი იტალიაში

2018 წლის 10 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით, საბაუნის დელეგაცია: უნივერსიტეტის რექტორი ვაჟა ვარდიძე, კანცლერი ვლადიმერ სახელაშვილი და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დეკანი ირაკლი ცხადაძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ იტალიაში.
ვიზიტის ფარგლებში, 11 აპრილს, შეხვედრა მოეწყო ვატიკანში, კათოლიკური განათლების კონგრეგაციის მდივან, მთავარეპისკოპოს ანჯელო-ვინჩენცო ძანისთან. რექტორმა წარადგინა საბაუნის უნივერსიტეტი, ისაუბრა საქართველოში განათლების რეფორმასა და არსებულ გამოწვევებზე.
მთავარეპისკოპოსმა ძანიმ, კონგრეგაციის სახელით, გამოთქვა მზადყოფნა საბაუნის დახმარებისა და მომავალი ურთთანამშრომლობის შესახებ.

11 აპრილს დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წმინდა საყდარში ქალბატონ თამარ გრძელიძეს

13-14 აპრილს ინტენსიური შეხვედრები გაიმართა სოფიას უნივერსიტეტში, სადაც მხარეები დეტალურად გაეცნენ საბაუნისა და სოფიას უნივერსიტეტების მიზნებს, მეთოდოლოგიებსა და ფორმაციის საფეხურებს. ორი აკადემიური ცენტრის დასაახლოებლად დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

     

სრულად
STAR პროექტის მესამე შეხვედრა პორტუგალიაში

2018 წლის 12-16 მარტს პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ჩატარდა ერასმუს+ პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება- დამატებითი რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ (STAR) რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობდა კონსორციუმის წევრი, კოიმბრას უნივერსიტეტი. საბაუნი, როგორც პროექტის ერთ-ერთჲ პარტნიორი უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო პროფესორ ეკატერინე ნაცვლიშვილისა და ასოცირებული პროფესორის, გვანცა აბდალაძის სახით.
შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებს რუსის უნივერსიტეტის გუნდმა წარუდგინა სტუდენტზე ორიენტირებული (მდგრადი) სწავლების სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია, რომელზეც მიმდინარეობდა მსჯელობა შეხვედრების დროს. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს პროფესიული განვითარების ცენტრის (CPD) მუშაობის შესახებ. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო სწავლების მეთოდზე მუშაობას, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
პროექტით გათვალისწინებულია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის შემუშავება დასავლელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარებით, ქართული და ჩინური უნივერსიტეტების წარმოამდგენლების დატრენინგება და შემდგომში ამ მეთოდების საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტებში დანერგვა.
პროექტი დაიწყო 2016 წლის 15 ოქტომბერს და დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში.

სრულად
ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ვიზიტი პოლონეთში

2018 წლის 12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი მიქანაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღო მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გამართულ საერთაშორისო ადმინისტრაციული პერსონალის კვირეულში. აღნიშნულ კვირეულში საბაუნის გარდა მონაწილეობდა ჩინეთის სახემწიფო უნივერსიტეტის, ტაივანის, თურქეთის კირკლის, ბოლივიის, ესპანეთის, არგენტინის,  სერბეთის და მოლდოვის უნივერსიტეტის წარმომადგენლობები.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018
ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017