უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 24 ნოემბრის №103-17 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი დროებითი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე:


1. თამთა მიქაბერიძე – არჩეულ იქნას ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის, პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

2. ირაკლი იმერლიშვილი – არჩეულ იქნას სამართლის ფაკულტეტის, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სისხლის სამალის მიმართულებით;

3. იური ტყეშელაშვილი – არჩეულ იქნას სამართლის ფაკულტეტის, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის მიმართულებით;

4. დავით პიტიურიშვილი – არჩეულ იქნას ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

5. მარიამ ხაჩიძე – არჩეულ იქნას ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;


6. გვანცა გვიჩია – არჩეულ იქნას ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

7. ტარიელ ლომია – არჩეულ იქნას ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

8. ეკატერინე ქარდავა – არჩეულ იქნას სამართლის ფაკულტეტის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე კერძო სამართლის მიმართულებით;

9. ირაკლი კალანდაძე – არჩეულ იქნას სამართლის ფაკულტეტის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე საჯარო სამართლის მიმართულებით;

 

ბრძანება № 4-18 აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

სრულად
 საბაუნიმ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საბაუნის რექტორმა პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

სრულად
შეხვედრა პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილთა

2017 წლის 22 დეკემბერს საბაუნიში დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმების ქრონიკა”.

სრულად
საუნივერსიტეტო პროექტების წერა

2017 წლის 21 დეკემბერს, საბაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით საბაუნის სტუდენტებისთვის ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი - საუნივერსიტეტო პროექტების წერა.

სრულად
საჯარო ლექცია: პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საიდუმბლო

2017 წლის 13 დეკემბერს, საბაუნის სტუდენტებს შეხვდა მამა პიერ დიუმულენი, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საიდუმლო. 

 

 

სრულად
წიგნის პრეზენტაცია: კალისტრატე ცინცაძის 150

2017 წლის 11 დეკემბერს, საბაუნიში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია: კალისტრატე ცინცაძე 150. პრეზენტაციას უძღვებოდა წიგნის რედაქტორი, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი ბატონი ნუგზარ პაპუაშვილი. მან ისაუბრა წიგნის მნიშვნელოვან ასპექტებზე და უპასუხა აუდიტორიაში დასმულ შეკითხვებს.

სრულად
„ისწავლე და ასწავლე დემოკრატია“ - საბაუნის ახალი სამოქალაქო-საგანმანათლებო პროექტი

2017 წლის 16 ნოემბერს ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლაში დაიწყო საბაუნის ახალი სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროექტის - „ისწავლე და ასწავლე დემოკრატია“ პილოტირება. პროექტი განკუთვნილია  სკოლის მოსწავლეებისთვის.   

პროექტის მთავარი მიზანია, სკოლებში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ღია საზოგადოების შესახებ ცოდნის გაუმჯობესება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში დებატების ხელოვნების უნარის გაუმჯობესებას, კრიტიკულ აზროვნებას, აქტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის უნარების განვითარებას.  შეხვედრას უძღვებოდნენ საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროექტის კოორდინატორი  ბ-ნი ირაკლი ცხადაძე და  პროექტის ავტორი და მენეჯერი ბ-ნი თენგიზ დალალიშვილი.

სრულად
სამართლის სკოლა - მუნიციპალური სამართალი - შეხვედრა II

2017 წლის 8 ნოემბერს, საბაუნიში დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით მეორე საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: 👉 მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და განხორციელების პრობლემური საკითხები. 

სრულად
სამართლის სკოლა - მუნიციპალური სამართალი - შეხვედრა I

2017 წლის 7 ნოემბერს, საბაუნიში დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: მუნიციპალური ხელისუფლება და მისი დაკომპლექტების წესი. ლექცია დისკუსიის ფორმატშიგაიმართა და სტუდენტებმა მოწვეულ სპიკერთან ერთად იმსჯელეს თემის გარშემო. 

სრულად
საერთაშორისო კონფერენცია - რეფორმაციის 500 წელი და საქართველო

2017 წლის 3-4 ნოემბერს, საბაუნიში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: რეფორმაციის 500 წელი და საქართველო. 
კონფერენციას მომხსენებლებს შორის იყვნენ სამეცნიერო და არასამთავრობო, ასევე სასულიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები თემოს გარშემო. 

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018
ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017