ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ვიზიტი პოლონეთში

2018 წლის 12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი მიქანაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღო მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გამართულ საერთაშორისო ადმინისტრაციული პერსონალის კვირეულში. აღნიშნულ კვირეულში საბაუნის გარდა მონაწილეობდა ჩინეთის სახემწიფო უნივერსიტეტის, ტაივანის, თურქეთის კირკლის, ბოლივიის, ესპანეთის, არგენტინის,  სერბეთის და მოლდოვის უნივერსიტეტის წარმომადგენლობები.

სრულად
დისკუსიები საბჭოთა პერიოდის რელიგიური პოლიტიკის შესახებ

2018 წლის 15 მარტს, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: დისკუსიები საბჭოთა პერიოდის რელიგიური პოლიტიკის შესახებ. მოეწყო აღნიშნული თემაზე გადაღებული ფილმის ფილმის ჩვენება და მისი შემდგომი განხილვა.

სრულად

უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 05 თებერვლის №11-18 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი დროებითი საკონკურსო კომისიის (ბრძ. №25-18; 09.03.2018; ოქმი №01-18; 12.03.2018), გადაწყვეტილების საფუძველზე:

1. მარინე თავართქილაძე– არჩეულ იქნას ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საერთაშორისო ბიზნესის და საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით;
2. ირმა ტალახაძე – არჩეულ იქნას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ისტორიის, ეკლესიის ისტორიის მიმართულებით;
3. ივანე ჯანდიერი – არჩეულ იქნას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საოფისე კომპიუტერული პროგრამების მიმართულებით;
4. ლალი გიგაური – არჩეულ იქნას ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის და ტურიზმის მიმართულებით;

სრულად
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენცია

9 მარტს, საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: "ბიზნესის გამოწვევები და მდგრადი ტურისტული განვითარების აქტუალური საკითხები საქართველოში."

სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი საკონფერენციო ნაშრომები აუდიტორიის წინაშე, გაიმართა დისკუსია-მსჯელობა წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით. 

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ საკუთარი ნაშრომების კრებული.

სრულად
ლიტვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საბაუნიში

2018 წლის 21 თებერვალს საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი მიქანაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, შორენა პარუნაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ლიტვის, კლაიპედას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

სრულად

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი  2017 წლის 05  თებერვალს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

  1. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ა) ისტორია, ეკლესიის ისტორია - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

  1. ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი

        ტურიზმის მიმართულებით

ა)  საეთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო ბიზნესი - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ბ) ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, არჩეულმა კანდიდატმა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტთან  ხელი უნდა მოაწეროს აფილირების შეთანხმებას.

კანდიდატებისათვის დადგენილი ძირითადი  და დამატებითი მოთხოვნა და შეფასების კრიტერიუმებია:

ა) ძირითადი კრიტერიუმები:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტის თანამდებობაზე შეძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

ბ) დამტებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
  • საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
  • სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში);

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე , ელექტრონული - CD მატარებელზე);

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;

ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი (სასწავლო უნივერსიტეტში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).

შენიშვნა: სილაბუსისადმი არსებული მოთხოვნები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sabauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას (ც. ხითარიშვილი), ტელ: 2422242/101 ელექტრონული ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

საბუთების მიღება განხორციელდება 2018 წლის 05 მარტიდან 06 მარტის ჩათვლით სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე), მისამართი: კ.ქუთათელაძის №3, I სართული კანცელარია. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 2422242/101, ელექტრონული ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2018 წლის 07 მარტიდან.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 14 მარტამდე. კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.

სრულად

საბაუნი საქართველოს კერძო სასწავლებლების ასოციაციის წევრი გახდა. 

„საბაუნი“ არის სიახლეზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს. არიან საერთაშორისო მიმართულებით ინტეგრირებული რამდენიმე ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტებთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ვაჟა ვარდიძე, რამდენჯერმე მონაწილეობდა სხვადასხვა სახის საერთაშორისო საგანმანათლებლო სიმპოზიუმებში. ბოლო პერიოდში ის წარმოადგენდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას რომის ძალიან დიდ სამეცნიერო ფორუმზე.

სრულად
სამოქალაქო ქმედების სკოლის გახსნა

2018 წლის 16 იანვარს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყო სტუდენტური ინოვაციური პროექტი "სამოქალაქო ქმედების სკოლა".
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას. "სამოქალაქო ქმედების სკოლა" იქნება კვალიფიციური დისკუსიის სივრცე, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებზე იმსჯელონ.

სრულად
მარათონი "Business Solution"

2018 წლის 12 იანვარს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა უპრეცედენტო პროექტის - მარათონ "Business Solution"-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ღონისძიების ორგანიზატორი საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი იყო. პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა იმუშავეს რეალურ ბიზნეს ქეისებზე, განიხილეს კომპანიებში არსებული პრობლემები და მოძებნეს მათი გადაჭრის გზები.

სრულად
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

2017 წლის 12 იანვარს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით საბაუნის მომავალი წლიდან შესაძლებლობა აქვს მიიღოს როგორც ქართველი ასევე უცხელი სტუდენტები. 

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018
ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017