სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • აკადემიური მოსწრება - 60 ქულა 

აკადემიურ მოსწრებაში ინგლისური ენა იკვებს 60 ქულიდან 40 ქულას, ხოლო დანარჩენი 20 ქულა ეთმობა სხვა სასწავლო კურსებში მიღებულ შეფასებებს. 

  • აქტივობა - 40 ქულა

აქტივობად, სტიპენდიის გაცემის მიზნებისთვის, ითვლება ფაკულტეტის ინიციატივით სხვადასხვა ღონისძიებში, როგორიცაა  საჯარო ლექცია, კონფერენცია, ტრენინგი, სემინარი, ოლიმპიადა და სხვა დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა. ასევე, სტატიის გამოქვეყნება, უნივერსიტეტის PR აქტივობებში მონაწილეობა, სკოლებთან, დამსაქმებლებთან და სხვა დაწესებულებებთან კავშირების დამყარება და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობს საბაუნის სტუდენტი.

სტიპენდიის გაცემის მიზანი:

უნივერსიტეტი, ზოგადად სტუდენტების სწავლის, ასევე მათი მხრიდან სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის წახალისების მიზნით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, გასცემს სტიპენდიებს შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებზე. სტიპენდიის გაცემა წარმოადგენს უნივერსიტეტის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

უფრო ვრცლად სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით ნახეთ ბრძანება N34-18 - სტიპენდიის გაცემის წესი.