სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის აღწერა

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მთავარი მიზანია საუნივერსიტეტო ცხოვრების გააქტიურება, გამრავალფეროვნება და სტუდენტების კარიერული ზრდა-განვითარების ხელშეწყობა.

ფუნქცია- მოვალეობები

  • სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება.
  • სტუდენტებში დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით საინტერესო და სასარგებლო პროექტების, ტრენინგებისა და საჯარო შეხვედრების ორგანიზება.
  • სტუნდეტებისთვის პროფესიული განითარების შესაძლებლობების შექმნის მიზნით სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
  • სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო სტაჟირების პროგრამის შეთავაზება.
  • სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე მორგებული პროგრამების შექმნისა და გაუმჯობესების მიზნით ფაკულტეტების წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა.
  • სტუდენტურ კლუბებთან და თვითმმართველობასთან თანამშრომლობა.
  • სტუდენტური კლუბების დარეგისტრირება.
  • დეპარტამენტის კომპეტენციების ფარგლებში სტუდენტებისთვის პირადი კონსულტაციების გაწევა.
  • სტუდენტების იდეებისა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა.
  • სტუდენტებისთვის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
მის: კ.ქუთათელაძის ქ. №3