დამატებითი სერვისები

შშმ პირებისთვის ადაპტირებული სასწავლო პროგრამები და გარემო პირობები 
საბაუნიში შეზღუდული შესაძლებლობების სტუდენტებისთვის სპეციალური პირობებია შექმნილი. სასწავლო ინფრასტრუქტურა და პროგრამები სრულად ადაპტირებულია შესაბამის საჭიროებებთან.

უცხო ენის კურსები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი პერიოდულად თავის სტუდენტებს სთავაზობს ევროპული ენების შემსწავლელ კურსებს. დაინტერესების შემთხვევაში, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, უნივერსიტეტის დაფინანსებით დაესწროს ინგლისური, იტალიური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენების გაკვეთილებს და გაიუმჯობესოს მოსმენისა და საუბრის უნარები.

ერთიანი სამაგისტრო გამოცდების მოსამზადებელი კურსი
უნივერსიტეტი მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს სთავაზობს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს. მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ 1,5 საათის ხანგრძლივობით, 3 თვის განმავლობაში. ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 10 მონაწილით. საბაუნის სტუდენტებისათვის კურსის მთლიანი ღირებულებაა 150 ლარი. სხვა სტუდენტებისათვის კურსის ღირებულებაა 200 ლარი. თანხის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის დროს.

ქსეროასლის გადაღება
უნივერიტეტში სტუდენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ ქსეროქსით. 1 გვერდი ქსეროასლის ღირებულებაა 5 თეთრი. სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10.00 - 19.30 სთ.

კომპიუტერული მომსახურება
          
საბაუნის ყველა სართულზე კორიდორები აღჭურვილია ინტერნეტ-ქსელში ჩართული კომპიუტერებით. სტუდენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს სწრაფად და მარტივად მოიძიონ სასურველი ინფორმაცია.