საუნივერსიტეტო სტაჟირება და დასაქმება

საუნივერსიტეტო სტაჟირება და დასაქმება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს აძლევს საშუალებას, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განავითარონ და გამოიმუშაონ სამუშაო პროფესიული უნარ-ჩვევები სწავლის პერიოდშივე. შესაბამისად, ყოველწლიურად უნივერსიტეტში ცხადდება სტაჟირებები ფაკულტეტების დეკანატებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამსახურებში.
სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. აქტიურ და წარმატებულ სტაჟიორებს უნივერსიტეტი აძლევს მომავალი დასაქმების შესაძლებლობას.