ერასმუსელი სტუდენტები

რამაზ რაზმაძე

რამაზ რაზმაძე

ლუბლინის უნივერსიტეტი

#საბაუნისსტუდენტი რამაზ რაზმაძე სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელია. ის ერთი სემესტრით სწავლობდა პოლონეთში, ლუბლინის უნივერსიტეტში, ერასმუს+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

როგორ გამართლდა რამაზის მოლოდინები:

მინდა აღვნიშნო საბაუნის ადმინისტრაციის ძალისხმევა, ხელი შეუწყონ დაინტერესებულ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლაში და მინდა მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისა და წახალისებისთვის. 

პროექტი ერასმუს+ ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისათვის, მიიღონ პროფესიული ცოდნა საერთაშორისო ასპარეზზე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 

პროექტი თითქმის ყველა სპეციალობის სტუდენტს აძლევს საშუალებას, გაიღრმავოს ცოდნა და მიიღოს გამოცდილება, ასევე შეუერთდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოს და ამ ყველაფერში თანხა არ გადაიხადოს.

პოლონეთში სწავლის დროს, სულ სხვა მხრიდან შევხედე ჩემს მიერ არჩეულ სპეციალობას, კერძოდ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ევროპული კავშირის სამართლის საფუძვლებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტში მონაწილეობამ მომცა მრავალფეროვანი გამოცდილება, სრულიად ახალ გარემოში შევიძინე მეგობრები, პროფესიული კავშირები და მივიღე საერთაშორისო ცოდნა. 

ერასმუს+ ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტებისათვის, გაიღრმავონ საუნივერსიტეტო განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში. მინდა მოვუწოდო თანატოლებს, ყოველთვის გამოიყენონ შანსი, მიიღონ ევროპული განათლება, რომლის წინაპირობაც დაუღალავი შრომაა.