ერასმუსელი სტუდენტები

მარიამ აბუაშვილი

მარიამ აბუაშვილი

უნივერსიტეტი LUMSA (იტალია)

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი მარიამ აბუაშვილი. ის იტალიაში საზაფხულო სკოლაში საერთაშორისო ორგანიზაცია FUCE-ს დაფინასებით იმყოფებოდა, სადაც 1 კვირის მანძილზე უნივერსიტეტ LUMSA-ში მონაწილეობა მიიღო სემინარში "ჰუმანიზმის განვითარების პროცესი ევროპაში" მარიამი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

“მიხარია რომ დიდი კონკურენციის მოუხედავად, სწორედ მე მომეცა შანსი მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში.
რა შეიძლება მიიღოს სტუდენტმა საერთაშორისო საზაფხულო სკოლისგან თუ არა ახალი ცოდნა, კონტაქტები და დიდი გამოცდილება?!. 
ეს ერთი კვირა, რომელიც იტალიაში გავატარე იყო ძალზედ დატვირთული და მრავალფეროვანი. ლექციებს გვიტარებდნენ პროფესორები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ვფიქრობ რომ ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის ენის ბარიერის თვალსაზრისით. გავეცანი ევროპელების ხედვას - როგორ მიაჩნიათ კონფლიქტის დალაგების დიპლომატიური გზები. გავიცანი და დავუმეგობრდი უამრავ ახალგაზრდას სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩემეთვის ყველაზე სანუკვარი - ვეზიარე იტალიურ კულტურას. 
საზაფხულო სკოლა ჩემთვის, არა მხოლოდ ახალი ცოდნისა და კულტურის გაცნობის საშუალება იყო, არამედ შევიძინე საკუთარი თავის რწმენა და მეტად თავდაჯერებული დავბრუნდი, 
ამიტომ დიდი მადლობა ჩემს უნივერსიტეტს ამ საუცხოო გამოცდილებისთვის.”