ერასმუსელი სტუდენტები

მაგდა მათითაიშვილი

მაგდა მათითაიშვილი

ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი

მაგდა მათითაიშვილი, საბაუნის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისათვის განკუთვნილი FUCE scholarship პროგრამით 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრზე პოლონეთში, ვარშავის კარდინალ შტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში სწავლობდა. თუ რამდენად გამართლდა მისი მოლოდინები, როგორია შთაბეჭდილება და რა რეკომენდაციები აქვს სხვა სტუდენტებისათვის, გაიგებთ მცირე ინტერვიუდან.

მაგდა მათითაიშვილი, საბაუნის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისათვის განკუთვნილი FUCE scholarship პროგრამით 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრზე პოლონეთში, ვარშავის კარდინალ შტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში სწავლობდა. თუ რამდენად გამართლდა მისი მოლოდინები, როგორია შთაბეჭდილება და რა რეკომენდაციები აქვს სხვა სტუდენტებისათვის, გაიგებთ მცირე ინტერვიუდან.

  • მაგდა, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით (რა გამართლდა და რა არა?)
    • FUCE scholarship ის გაცვლითი პროგრამა იყი შესაძლებლობა საბაუნიში მიღებული ცოდნის მაქსიმალურად რეალიზებისა და კიდევ ერთხელ დამტკიცებისა, რომ საბაუნი მართლაც ევროპული სტანდარტების უნივერსიტეტია. ნამდვილად გამართლდა ის მოლოდინი, რომ საბაუნიში მიღებული ცოდნა არ ჩამოუვარდება ევროპული განათლების ხარისხს.
  • რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
    • ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროგრამიდან მივიღე ეს იყო ჩემი სფეროს ახალი ალტერნატივებიდან დანახვა. საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებისა და საკუთარი თავის რეალიზების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა.
  • რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
    • უცხო ენაზე სისტემატურად კომუნიკაცია, რაც fluent ინგლისურს გულისხმობს. ასევე, მულტიკულტურულ გარემოში საკუთარი იდენტობის დაცვა და წარმოჩენა.
  • რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
    • უცხო წყაროებთან მუშაობა.
  • რომელ სასწავლო კურსებს გამოყოფდით ყველაზე მეტად? და რატომ?
    • თეოლოგიურ საგნებს, რომლებიც უაღრესად საინტერესო იყო, რადგან პროფესორები ამოუწურავ რესურსებს გვაწვდიდნენ საგნის შესასწავლად, რაც პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.
  • თუ იყო ისეთი სასწავლო კურსი, რომელიც უცხოეთში გაიარეთ და რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, ვერ გაივლიდით საქართველოში...
    • ყველა სასწავლო კურსი, რომელიც გავიარე იყო ახალი და საქართველოში არცერთ საგანმანათლებლო პროგრამაში იდენტური კურსი არ მინახავს (შინაარსობრივად რაღაც ნაწილი ემთხვეოდა საბაუნის საგნებს).
  • რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
    • ინტერკულტურული გარემო.
  • შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში ...
    • ჩემი აზრით, სტუდენტების ცხოვრება დამოკიდებულია თავად სტუდენტის აქტიურობაზე. მე პირადად, საბაუნიში არანაკლებ აქტიური სტუდენტური ცხოვრება მქონდა, თუმცა განსხვავებად დავასახელებდი ეკონომიკურ ფაქტორს, რაც აშკარად უფრო მეტად ჰქონდათ მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს.
  • რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში
    • უცხო ენის პრაქტიკა
    • ახალი შესაძლებლობები
    • კულტურული მრავალფეროვნება
    • საკუთარი თავის რეალიზაცია
  • თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში
    • აუცილებლად მიყევით საკუთარ მიზნებს რომელთა რეალიზების დიდი შანსიც გაქვთ საბაუნიში.