Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში და მისი მიზანია მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა (ვრცლად)

საბაუნი  „Erasmus+” ის საგრანტო პროგრამებში ჩართულია 2015 წლიდან და მონაწილეობს როგორც  აქტივობა 1-ში (Key Action1) (საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით) ასევე აქტივობა 2 ში (Key Action 2  ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტები).

აქტივობა 1 - საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით

 „Erasmus+”- ის ეს აქტივობა, რომელშიც საბაუნი  ჩართულია 2014-2015 სასწავლო წლიდან, ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ინდივიდუალურ მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტებში. პროგრამა სრულად აფინანსებს მგზავრობისა და უცხოეთში ცხოვრების ხარჯებს.

პროგრამის ფარგლებში, კრედიტების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა შეუძლია იმ სტუდენტს, რომელიც ირიცხება საბაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე და აკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

სტუდენტს შეუძლია ისწავლოს უცხოურ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის (5 თვის) განმავლობაში. მობილობის დაწყებამდე, სტუდენტი, გამგზავნი უნივერსიტეტი და მიმღები უნივერსიტეტი აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც მითითებულია ინფორმაცია იმ კრედიტების შესახებ, რომელთაც სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში გაივლის, ხოლო მობილობის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამგზავნი უნივერსიტეტი აღიარებს მათ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის მობილობის პერიოდი განისაზღვრება 5 სამუშაო დღით.

აქვიტობა 2 - თანამშრომლობა უმაღლესი განათლების მიმართულებით; ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტები

საბაუნი ჩართულია ამ აქვიტობაში, რომლის ფარგლებში დაფინანსებულია პროექტი „სტუდენტზე/მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, დამატებითი რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ (STAR). პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი.

 

Erasmus+ მიმდინარე პროექტები

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი- (სტუდენტები და პერსონალი) 

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ვალიადოლიდის უნივერსიტეტი, ესპანეთი (სტუდენტები და პერსონალი) 

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი  (სტუდენტები და პერსონალი)

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი, პოლონეთი (პერსონალი)

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ლოძის მეცნიერებათა აკადემია, პოლონეთი (პერსონალი) 

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ნიკოლას კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტი ტორუნში, პოლონეთი (პერსონალი) 

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: იოანე-პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი (პერსონალი) 

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი (პერსონალი) 

 

Erasmus+ დასრულებული პროექტები

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი- (სტუდენტები და პერსონალი) 
 
Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ლოძის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი -  (სტუდენტები და პერსონალი) 

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ვალადოლიდის უნივერსიტეტი, ესპანეთი (სტუდენტები და პერსონალი)

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა - პარტნიორი უნივერსიტეტი: იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკური უნივესიტეტი, პოლონეთი (სტუდენტები და პერსონალი)

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი (პერსონალი)

Erasmus+ KA107, საერთაშორისო კრედიტ მობილობა, პარტნიორი უნივერსიტეტი: კრაკოვის იოანე პავლე მეორის პონტიფიკალური უნივერსიტეტი (პერსონალი)

Erasmus+ KA2, ინსტიტუციური მხარდაჭერის პროგრამა: სტუდენტზე ორიენტირებული მდგარდი სწავლების მეთოდი - დამატებითი რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის / STAR #573777-EPP-1-2016-1-CZ-EPPKA2-CBHE-JP

 
 
  • საკონტაქტო პირი: შორენა პარუნაშვილი
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
  • მობ.: (+995 577) 347713
  • ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ინფორმაცია მიმდინარე კონკურსის შესახებ