FUCE სასწავლო გრანტი

2019-2020 სასწავლო წლიდან საბაუნის სტუდენტებს აქვთ საშუალება მოიპოვონ ევროპული კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის სასწავლო გრანტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისათვის ფედერაციის წევრ უნივერსიტეტებში ერთი სემესტრით სწავლების შესაძლებლობას. FUCE სასწავლო გრანტი წააგავს Erasmus+ სტუდენტების მობილობის, რომლის მიხედვით სტუდენტი სწავლობს პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტში და იქ მიღებულ კრედიტებს აღიარებს მშობლიური უნივერსიტეტი სრულად.

FUCE სასწავლო გრანტის რაოდენობა შეადგენს 650 ევროს ყოველთვიურად ერთი სემესტრის განმავლობაში.

გრანტის მოსაპოვებლად ყოველწლიურად სემესტრის დასაწყისში ცხადდება საბუთების მიღება საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მიერ და პირველად შერჩევას განახორციელებს საგანგებოდ შერჩეული კომისია კანდიდატებთან გასაუბრებითა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე. საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შესახებ იღებს ფედერაცია.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა

  • იყოს ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის სტატუსი (აქტიური სტატუსი)
  • მაღალი აკადემიური მოსწრება
  • უცხო ენის ცოდნა
  • მაღალი მოტივაცია
  • სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მიღებული სხვა სასწავლო გრანტი ერთდროულად

საჭირო დოკუმენტაცია:

  1. შევსებული სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
  2. პასპორტის ასლი
  3. აკადემიური მოსწრების ბარათი
  4. ცნობა უნივერსიტეტიდან აქტიური სტატუსის შესახებ
  5. უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონეზე) (არ ქონის შემთხვევაში საბაუნის უცხო ენათა ცენტრი მოამზადებს სათანადო ტესტირებას)
  6. სამოტივაციო წერილი (სტუდენტის შესახებ, მის მიზნებზე (განათლება, კარიერა), და ამ მობილობის როლი ამ მიზნების მიღწევაში
  7. სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, ლექტორი, აკადემიური ხელმძღვანელი)
  8. FUCE-ს სასწავლო ხელშეკრულება (ხელშეკრულება იდება გამგზავნ და მიმღებ უნივერსიტეტებს შორის).
  9. მიმღები უნივერსიტეტიდან მიღების წერილი.

საბაუნის სამი სტუდენტი, გიორგი ლელუაშვილი, მაგდა მათითაიშვილი და ნაზი თაქთაქიშვილი 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრს გაივლიან ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში (პოლონეთი).