კონფერენცია თემაზე:"კრიმინოლოგიის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში"

მარტი 11, 2014

2014 წლის 29 მარტს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, კრიმინოლოგთა სტუდენტური კლუბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, აწყობს კონფერენციას თემაზე - "კრიმინოლოგიის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში".

კონფერენცია მიზნად ისახავს კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემების თაობაზე სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდებას აგრეთვე სახალმწიფოსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე სამართლის ამ დარგის ზემოქმედების ფარგლების წარმოჩენას.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.

კონფერენციში მოხსენებით გამოსვლის მსურველთა საყურადღებოდ:

1. მოხსენება ელექტრონულ ფორმატში უნდა გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე - info@sabauni.edu.ge, არაუგვიანეს 24 მარტისა;

2. შესაძლებელია ნებისმიერი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც პასუხობს საკონფერენციო თემის აქტუალობას.

კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი) ელ-ფოსტაზე info@sabauni.edu.ge, არაუგვიანეს “24” მარტისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ.: (+995 32) 2 42 22 42/114; მობ.: 558 45 30 77; ელ-ფოსტა: info@sabauni.edu.ge;

(მის: ქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა, N3; IV სართული, საკონფერენციო დარბაზი; ღონისძიება დაიწყება 10:00 და დასრულდება 17:00 საათზე)


უნივერსიტეტის ადმინისტრაცია