სამართალი

 აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი

    • სპეციალობა: სამართალი
      მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის ბაკალავრი
    • კოდი ცნობარში: 0880103
      სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
      სწავლების ენა: ქართული
      წლიური გადასახადი: 2250 ლარი
      პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: არანაკლებ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი/ატესტატი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, ერთიანი ეროვნული გამოცდები
      მისაღები კონტიგენტი: 200
    • ფაკულტეტის დეკანი:მარიო შიუტცე 
    • ცოტა რამ ფაკულტეტის დეკანის შესახებ: სრული ადვოკატი, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი, ლექციებს კითხულობს სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების კონსულტანტი გერმანული სამართლისა და ტერმინოლოგიის საკითხებში.

    პროგრამის უპირატესობები

    სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პროცესში:

    • მიიღებ ფართო თეორიულ ცოდნას ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპებისა და ინსტიტუტების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების,  სამართლის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ფილოსოფიური, ისტორიული და ეკონომიკური ასპექტების, აგრეთვე ეროვნული და უცხოური სამეცნიერო აზრისა და კანონმდებლობის შესახებ;
    • გამოიყენებ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში, რაც დაგეხმარება სამომავლო კარიერაში.
    • მიიღებ სიღრმისეულ ცოდნა და სპეციალურ მომზადებას საჯარო, კერძო და/ან სისხლის სამართლის დარგებში.
    • გამოიმუშავებ სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობა-დასაბუთებისა და ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელ უნარებს.

     

  • პროგრამა ორიენტირებულია:

    • სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებაზე, მისთვის საზოგადოებრივ და სახელმწიფოს ცხოვრებაში სამართლის ფუნქციების შესწავლაზე, იურიდიული კვლევისა და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
    • სამართლის მიმართულებით მეცნიერებათა კვლევებში ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაზე;
    • სამართლის მიმართულებით ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებაზე;
    • ასევე ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაზე.

     

    კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს:

    • საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში
    • - სასამართლო ორგანოებში
    • - სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში
    • - საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში.

     

სამართლის საბაკალავრო პროგრამა.
სამართლის ფაკულტეტის პროფესორები.