მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის

სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე

ფაკულტეტი პროგრამის დასახელება აკრედიტაციის სტატუსი

წლიური საფასური
(ლარი)

ვაკანტური ადგილები

პროგრამის ხელმძღვანელი

სამართლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებული 2200 პროფ. ზვიად როგავა
ჰუმანიტარული თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებული 1700 პროფ. ვაჟა ვარდიძე

- უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტია ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა; სტუდენტის ინტელექტუალურ ზრდასა და პიროვნულ სრულყოფაზე ზრუნვა, რაც გონთან ერთად სულის წვრთნასაც მოიაზრებს; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა;

რატომ საბაუნი? აქ გელოდებათ:

– აკადემიური მოსწრების მაღალი სტანდარტი;
– კვალიფიციური და პროფესიონალი ლექტორები;
– სწავლება საღამოს საათებში;
– დასაქმებული სტუდენტებიათვის შეღავათები;
– მოსახერხებელი ადგილმდებარეობა;
– სწავლის გადასახადის გადახდის 4 ეტაპიანი სისტემა;
– სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისათვის;
– საზღვარგარეთ სწავლის რეალური შესაძლებლობა;

სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს 21 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით (რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულ რეჟიმში, შევსებული განაცხადის შემდეგ მისამართზე გაგზავნით info@sabauni.edu.ge ან უნივერსიტეტში მისვლით. განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ ბმულიდან.)

რეგისტრაციის ვადებსა და წარმოსადგენ დოკუმენტაციას გაეცანით ბმულზე

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები

სამართლის სამაგისტრო პროგრამის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საკითხები და ტესტების ნიმუშები

თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საკითხები

ინგლისური ენის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ტესტების ნიმუშები (სტუდენტებს, ვისაც უდასტურდებათ ინგლისური ენის ცოდნა დიპლომის დანართით ან სერტიფიკატით, თავისუფლდებიან შიდა გამოცდისაგან, ამისათვის რეგისტრაციის დროს, ასევე უნდა გადმოაგზავნონ დიპლომის დანართის/სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია)

კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

ნინო პატარაია
ტელ.:242 22 42/106
ელ.ფოსტა: n.pataraia@sabauni.edu.ge

ვერიკო ღაძაძე
ტელ.: 242 22 42/105
ელ.ფოსტა: v.ghadzadze@sabauni.edu.ge