აკადემიური საფეხური: მაგისტრატურა

სპეციალობა: ბიზნესი ადმინისტრირება 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (124 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული 
წლიური გადასახადი: 2200 ლარი

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ამერიკული და ევროპული წამყვანი ბიზნეს სკოლების სამაგისტრო პროგრამების მოდელზეა აგებული. 
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მოღვაწეობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკული უნარების დაუფლების შესაძლებლობას.
პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ პრაქტიკული ქეისებით, ბიზნეს სიმულაციებით, რომლებიც ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მოდელის ანალოგია. პროგრამა არის 124 კრედიტიანი და მოიცავს, როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო საგნების ფართო არჩევანს ბიზნესის სფეროს ძირითად მიმართულებებში (მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი). უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დამატებითი კრედიტის გამოყენების საშუალებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი ერთ საგანს უფასოდ შეისწავლის. 
საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მაგისტრატურის მეორე კურსზე გაემგზავრონ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი), როგორიცაა ლიონის უნივერსიტეტის ESDES ბიზნეს სკოლა, ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი, ა.შ. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის ვიზიტორი უცხოელი პროფესორებიც.

სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება სექტემბრის დასაწყისში.

ჩაბარება შეუძლია ყველა ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს, რომელმაც ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ბარიერი გადალახა სამ მათგანში მაინც. 
ჩაბარების მსურველებს ასევე მოუწევთ გაიარონ შიდა ტესტირება სპეციალობასა და ინგლისურში.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორები