აკადემიური საფეხური: მაგისტრატურა

  • სპეციალობა: სამართალი
  • ტესტი საერთო სამაგისტრო გამოცდა: C ტიპი
  • მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის მაგისტრი 
  • სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
  • სწავლების ენა: ქართული 
  • წლიური გადასახადი: 2250 ლარი 
  • პროგრამის ხელმძღვანელი: დიმიტრი გეგენავა
  • ცოტარამ პროგრამის ხელმძღვანელის შესახებ: სამართლის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პრორექტორი, ხელმძღვანელობს დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტს
    იურიდიული კომპანია „ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი
    საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და ამერიკული სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის ცენტრის ხელმძღვანელი
    ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შესრულებული 50-მდე აკადემიური ნაშრომის, მათ შორის, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, სტატიებისა და თარგმანების, ავტორი
    საკონსტიტუციო სამართლისა და სამართლის მეთოდების მიმართულებით ლექციებს კითხულობს 2011 წლიდან

პროგრამის უპირატესობები:

  • - 8 ექსკლუზიური სასწავლო კურსი
  • - ყველაზე მეტი პრაქტიკული საგანი
  • - ყოველ 10 სტუდენტზე 1 გაცვლითი პროგრამა
  • - ექსკლუზიური პროფესორები (იხ. ლინკი)

პროგრამის მიზანი და უპირატესობები

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა:

  • • კერძო, საჯარო ან სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში;
    • ეროვნული და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ.

 

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:

  • • საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეეებისადმი ყურადღების მიდევნების, აგრეთვე ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
    • სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
    • სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;
    • სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი;
    • დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის უნარი;
    • სამართლებრივ-ეთიკური ღირებულებების კონტექსტუალური ანალიზის უნარი;
    • თანამედროვე სამართლებრივი აზროვნების უნარი.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
სამართლის ფაკულტეტის პროფესორები.