სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება

 

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდ(ებ)ის შედეგების საფუძველზე სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში პირველადი მიღება-რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებსადმინისტრაციული რეგისტრაცია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება, ხელშეკრულების დადება, აკადემიური რეგისტრაცია.

2018–2019 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ჩარიცხვის ვადები:

  • მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 19 აგვისტო - 21 სექტემბერი; 
  • შიდასაუნივერიტეტო გამოცდა/ტესტირება:
    • ტესტირება უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის ჩაბარება) 
    • გამოცდა სპეციალობაში 
    • გამოცდის/ტესტირების შედეგების გამოქვეყნება 
    • აპელაციაზე განცხადებების მიღება 
    • აპელაციის განხილვა და შედეგების გამოცხადება 
  • ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან 
  • ჩარიცხვის ბრძანების მომზადება 

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდგომ სამაგისტრო პროგრამებზე: 

  • თეოლოგია (საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 10 მაგისტრანტი ისარგებლებს პიერ დუმულენის სახელობის სტიპენდიით და სრულად დაუფინანსდება სწავლება თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე)

 

უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების პროცედურა: სპეციალობის გამოცდა და ტესტი უცხო ენაში

ადმინისტრაციული რეგისტრაციისას მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს ელფოსტაზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. შემდეგი ინფორმაცია:

  • - შევსებული განაცხადი-აპლიკაცია, (რომელიც მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
  • - ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 1 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (მაგისტრანტობის კანდიდატისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო ბაკალავრის დიპლომის და დიპლომის დანართის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია უსდ-ის მიერ გაცემული ცნობა ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დასრულებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ).
  • - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი დედნის წარმოდგენით;
  • - სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი დედნის წარმოდგენით;
  • - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • - წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამხედროვალდებული პირების შემთხვევაში;
  • - უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 შენიშვნა: ჩარიცხვის შემდეგ უნდა მოხდეს აღნიშნული დოკომენტების დედნის წარმოდგენა.უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება:

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება:

თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გამოცდა სპეციალობაში (საგამოცდო საკითხები იხ. ბმულზე) და ტესტი ინგლისურში (ტესტის ნიმუშები იხ. ბმულზე).  

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გამოცდა სპეციალობაში (საგამოცდო საკითხები იხ. ბმულზე) და ტესტირება ინგლისურში (ტესტის ნიმუშები იხ. ბმულზე).  

ბიზნესის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გასაუბრება (საგამოცდო საკითხები იხ. ბმულზედა ტესტი ინგლისურში (ტესტის ნიმუშები იხ. ბმულზე).  

ხელშეკრულების დადება მაგისტრანტობის კანდიდატებთან.

ჩარიცხვის ბრძანების მომზადება.

საერთო სამაგისტრო გამოცდის, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და რექტორის ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთან ფორმდება ხელშეკრულება.

აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის დარეგისტრირებას საგანამანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: (+995 32) 2 42 22 42 (105/106);

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ბრძანება 2018-2019 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მაგისტრატურაზე მიღების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ.