აკადემიური საფეხური: მაგისტრატურა

  • სპეციალობა: თეოლოგია
  • ტესტი საერთო სამაგისტრო გამოცდა: A ტიპი
    სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
    სწავლების ენა: ქართული 
    წლიური გადასახადი: 1500 ლარი
  • მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში

 

  • ფაკულტეტის დეკანი: გოჩა ბარნოვი
  • ცოტარამ ფაკულტეტის დეკანის შესახებ: აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ათენის კაპოდისტრიას სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორი.
    განათლება საბერძნეთში, ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო. 
    წლების მანძილზე იყო თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის საეკლესიო ისტორიისა და კანონიკური სამართლის კათედრის გამგის თანაშემწე.
    გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, ნათარგმნი აქვს რამდენიმე თეოლოგიური წიგნი.

 

  • პროგრამის ხელმძღვანელი: თეიმურაზ ბუაძე 
  • ცოტარამ პროგრამის ხელმძღვანელის შესახებაფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი.
    ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 10- ამდე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში (საქართველო, თურქეთი, უნგრეთი, შვეიცარია),
    გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი შრომა ქართულ და ფრანგულ ენებზე.

პროგრამის უპირატესობები:

2019-2020 სასწავლო წელს საბაუნის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ საფრანგეთში სრული დაფინანსებით (საჭიროა ფრანგული ენის ცოდნა) 

  • - ექსკლუზიური პროგრამა (პროგრამაში კომბინირებულია ძირითადად თეოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ხელოვნება და ჟურნალისტიკა)
  • - საშუალება თეოლოგია ისწავლო, როგორც სამეცნიერო დისციპლინა და არა, სასწავლო კურსი
  • - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები/კურსები სწავლის პროცესში
  • - სწავლის შესაძლებლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში (იხ. ლინკი)
  • - ექსკლუზიური FUCE-ს სასწავლო გრანტი (იხ. ლინკი)

პროგრამის მიზანი: 

  • გაეცნოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას სოციალურ საკითხებთან მიმართებით; სოციალური სწავლების ბიბლიურ საფუძველს და ისტორიულ განვითარებას; ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოდელებს. გააცნობიეროს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედების შედეგები, რის საფუძველზეც შეძლებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის რელევანტური პრობლემატკის იდენტიფიცირებას, ეკლესიის სოციალირი მოძღვრების იმპლემენტაციას
  • ღრმად შეისწავლოს ღვთაებრივი გამომხსნელობითი განგებულების მართლმადიდებლური კონცეფცია პროტესტანტიზმის სოტერიოლოგიურ ტრადიციასთან შედარების კონტექსტში; შეისწავლოს გამოცხადებისა და თეოლოგიური ენის ურთიერთმიმართება და საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების ისტორია და სპეციფიკა. გაეცნოს მთავარ ტრინიტარულ კონცეფციებს და მათი ჩამოყალიბების ისტორიული კონტექსტს
  • იცოდეს თანამედროვე ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები და მათი კონცეფციები
  • სიღრმისეულად გააანალიზოს სხვადასხვა თეოლოგიური პრობლემა და აკადემიური წერის ტექნიკის საშუალებით, შეძლოს თეოლოგიურ საკითხებზე აკადემიური კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.

თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები.