მოხსენება თემაზე: X ასამბლეა და ეკუმენური მდგომარეობა დღეს

თებერვალი 26, 2014

2014 წლის 6 მარტს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო მოხსენებას წაიკითხავს იტალიელი ჟურნალისტი, ლუიჯი სანდრი. მოხსენების თემაა: ბუსანის შეხვედრა - (მე-10 ეკუმენური ასამბლეა) და ეკუმენური მდგომარეობა დღეს.

ლუიჯი სანდრი დაიბადა ტუენოში 1939 წელს, მუშაობდა მოსკოვისა და თელ ავივის სააგენტოში. არის წმ საყდრის პრესსამსახურის აკრედიტებული ჟურნალისტი l'Ecumenical News International-ში, ჟენევის ეკლესიების ეკუმენური საბჭოში. მონაწილეობს ეკუმენური დიალოგისა და ინტერრელიგიური ჟურნალების მომზადებაში, თანამშრომლობს სხვადასხვა გაზეთსა და რადიოსთან, არის ჟურნალ L'Adige-ს კორესპონდენტი ვატიკანში.

მოხსენება დაიწყება 17:00 საათზე, 405-ე აუდიტორიაში

დასწრება თავისუფალია

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია