ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

ნოემბერი 20, 2014

2014 წლის 26 ნოემბერს, 12 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, 405-ე აუდიტორიაში, ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი’’ გამართავს პროექტ ’’Freedom and Economic Freedom - Private Property as a Guarantee of Freedom’’ („თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი’’)- ფარგლებში ’’Friedrich Naumann Foundation’’-ის ფონდის მხარდაჭერით ლექციას თემაზე:

"კერძო საკუთრება - ეკონომიკური თავისუფლების გარანტი"

მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა ლექციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ლექციაზე დამსწრე სტუდენტებს მომავალში მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.

ლექციას გამართავენ:

რამაზ გერლიანი

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ს პრეზიდენტი,

ეკონომიკის დოქტორი.

მათე გარდავა

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ს დამფუძნებელი.

რეგისტრაცია დაიწყება 11.30 საათზე

დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე