ინფორმაცია აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

თებერვალი 27, 2017

უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 20 იანვრის №7-17 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი დროებითი საკონკურსო კომისიის (ბრძ. №22-17; 23.02.2017; ოქმი №01-17; 24.02.2017), გადაწყვეტილების საფუძველზე:

  1. ფატი შენგელია არჩეულ იქნას ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  2. დავით დათუაშვილი არჩეულ იქნას ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მათემატიკის მიმართულებით;
  3. ანა კობიაშვილი არჩეულ იქნას ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ინფორმატიკის მიმართულებით;
  4. ჟანა ბალახაშვილიარჩეულ იქნას ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მენეჯმენტის მიმართულებით;
  5. დავით ჩიქოვანიარჩეულ იქნას ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ინფორმატიკის მიმართულებით;
  6. მერაბ ბაბუხადია - არჩეულ იქნას ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური წერის მიმართულებით;
  7. ირაკლი ზაქარიაძე - არჩეულ იქნას ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ეკონომიკის მიმართულებით;

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

27. 02. 2017 წ.