ირაკლი ალასანიას საჯარო ლექცია

მაისი 28, 2015

სამშაბათს, 9 ივნისს, 18:00 სთ-ზე 405-ე აუდიტორიაში გაიმართება პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ჩვენი ევროპული არჩევანი."

პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის მუშაობის ფორმატი: სემესტრის მანძილზე გაიმართება 4 საჯარო ლექცია საერთაშორისო პოლიტიკისა და პოლიტიკის მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების აქტუალური საკითხების შესახებ. ლექციის შემდგომ გაიმართება დისკუსია. კლუბის ორგანიზატორი და დისკუსიის მოდერატორი სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გვანცა აბდალაძე. კლუბის საქმიანობა საინტერესო იქნება პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი სტუდენტისთვის.

დასწრება თავისუფალია

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუდენტურ საქმეთა ცენტრს 305-ე ოთახში, ან დაუკავშირდით მითითებულ ელ.ფოსტაზე: ketigordulava@sabauni.edu.ge