ლექცია: "აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო"

დეკემბერი 16, 2014

22 დეკემბერს, 17.00 საათზე, 405–ე აუდიტორიაში ჩატარდება სასწავლო კურსის „აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სასწავლო კურსის სპეციფიკა, შინაარსი და მიზანი. სასწავლო კურსი შეთავაზებულია არჩევითი საგნის სახით.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ოდითაგნვე განაპირობებდა მის ახლო კავშირს აღმოსავლეთის, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, როგორიცაა ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი. ეს კავშირები ხელს უწყობდა კულტურულ ურთიერთობების გაღრმავებას, ურთიერთზეგავლენას, კულტურათა დიალოგს. აქედან გამომდინარე საინტერესოა სპარსული კულტურუის გავლენა ქართულ კულტურაზე.

პრეზენტაციაზე მომხსენებელი განიხილავს XII საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და მის პარალელებს ამავე პერიოდის სპარსულ ლიტერატურასთან (ვეფხისტყაოსანი, ამირანდარეჯანიანი, ვისრამიანი, შაჰ–ნამე, იოსებ ზილიხანიანი და ა. შ);

ასევე შეეხება XIX საუკუნის თბილისურ კულტურას, სპარსულ–ქართულ ნაზავ თბილისურ კულტურას.

ლექციას წაუძღვრება სასწავლო კურსის ხელმძღვანელი, პროფესორი გულიკო მამულაშვილი

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია