პარტნიორი უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა

მაისი 1, 2015

2015 წლის 6 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევა ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის რექტორის პროფ. ანტონ დებინსკის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში რექტორი შეხვედრას გამართავს უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც ისაუბრებს ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტზე და ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფორმებზე(სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროექტები, ერთობლივი ღონისძიებები.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, ის ჩვენი უნივერსიტეტისთვის სანდო პარტნიორია.

დასწრება თავისუფალია

შეხვედრა დაიწყება 11საათზე, 405-ე აუდიტორიაში