პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის პრეზენტაცია

მარტი 2, 2015

სამშაბათს, 10 მარტს, 16:00 სთ-ზე გაიმართება პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის პრეზენტაცია, სადაც მოწვეულია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტ.

პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის მუშაობის ფორმატი ასეთია: სემესტრის მანძილზე გაიმართება 4 საჯარო ლექცია საერთაშორისო პოლიტიკისა და პოლიტიკის მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების აქტუალური საკითხების შესახებ. ლექციების შემდგომ გაიმართება დისკუსია. კლუბის ორგანიზატორი და დისკუსიის მოდერატორია სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გვანცა აბდალაძე. კლუბის საქმიანობა საინტერესო იქნება პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი სტუდენტისთვის.

3 ლექციის დასწრების შემთხვევაში გაიცემა დასწრების სერთიფიკატი.
რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:
http://goo.gl/forms/zuMBv0h6wP

კლუბში გაწევრიანებული სტუდენტების ინიციატივით გაიმართება სხვა ტიპის აქტივობებიც.