ქალის ადგილი ქრისტიანულ აზროვნებაში

ნოემბერი 20, 2014

სასწავლო კურსის „შესავალი რელიგიის სოციოლოგიაში“ ფარგლებში 25 ნოემბერს 19.00 საათზე 206-ე აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: ქალის ადგილი ქრისტიანულ აზროვნებაში. ლექციას წაიკითხავს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.

რუსუდან გოცირიძე 2014 წლის მარტში, ქალთა უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის „ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდოთი“. დაჯილდოვება გაიმართა ამერიკაში და ჯილდო თავად მიშელე ობამამ გადასცა.

დასწრება თავისუფალია