ახალი სამეცნიერო ელექტრონული ბაზა – EBSCO

მარტი 30, 2017

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, მის ყველა წევრს, სთავაზობს წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე - EBSCO.

EBSCO Information Services (EBSCO) საინფორმაციო სერვისების წამყვანი მომწოდებელია მთელს მსოფლიოში ბიბლიოთეკებისთვის. მას 100-ზე მეტ ქვეყნაში 11 000 ხელმომწერი ჰყავს. ის შეიცავს ასობით კვლევით მონაცემთა ბაზას, ისტორიულ არქივს, სამედიცინო რეფერენსებს და კორპორატიული განათლების ინსტრუმენტებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმოწერა 360 000-ზე მეტ გამოცემაზე, 57 000-ზე მეტ ელექტრონულ ჟურნალზე და წვდომა 900 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. EBSCO-ს გამოყენების ყველზე მნიშველოვანი უპირატესობა ისაა, რომ მონაცემთა ბაზები უახლეს რესურსებს გაწვდით.

მისი პაკეტის მონაცემთა ბაზებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ბმული

აღნიშნული ელ. ბაზების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის შენობაში.