საჯარო ლექცია: "ბიზნესისა და ქრისტიანობის დაპირისპირება"

მაისი 14, 2015

19 მაისს 15.00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს ცნობილი გერმანელი მეცნიერი, იენის ფრიდრიჰ-შილერის უნივერსიტეტის პროფესორი რაინჰარდ ჰაუპტი, რომელიც გამართავს საჯარო მოხსენებას თემაზე: "ბიზნესისა და ქრისტიანობის დაპირისპირება".

მოხსენებაზე დასწრება თავისუფალია, საინტერესო იქნება განსაკუთრებით თეოლოგიისა და ბიზნესის სტუდენტებისათვის.

მოხსენება გაიმართება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში

სამუშაო ენა გერმანული ქართული თარგმანით.

პროფესორი რაინჰარდ ჰაუპტი უკვე რამდენიმე წელია პერიოდულად სტუმრობს საქართველოს საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირის მოწვევით და მართავს მოკლევადიან კურსებს ბიზნესისა და ქრისტიანობის თემატიკაზე და მათ გადაკვეთაზე. იგი არის "პროფესორთა ფორუმის წარმომადგენელი". პროფესორთა ფორუმი ჩამოყალიბდა გერმანიაში 90-იანი წლებიდან და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა დარგის მეცნიერებს. ისინი ინტერესდებიან და იკვლევენ თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა პრობლემას ბიბლიური ღირებულებების ფონზე. Kკვლევის თემებია: შრომის კულტურა, განათლების, ეკონომიკის, ოჯახის, სარწმუნოების და სხვა საკითხები.