საჯარო ლექცია "მხოლოდ ღმერთი. მისტიკა, როგორც ღვთის სიყვარული ისლამსა და ქრისტიანობაში"

მაისი 13, 2015

27 მაისს 18.00საათზე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „მხოლოდ ღმერთი, მისტიკა, როგორც ღვთის სიყვარული ისლამსა და ქრისტიანობაში“. მოხსენებას გააკეთებს ფრიბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რელიგიათმცოდნე ბერნარდ უდე. იქიდან გამომდინარე, რომ მომხსენებელი კარგად იცნობს მსოფლიო რელიგიებს, განსაკუთრებით კი აღმოსაველთის ქვეყნების რელიგიებს, იგი ისაუბრებს ღვთის სიყვარულის რაობაზე ისლამში და შედარებებს გააკეთებს ქრისტიანობასთან.

ბერნარდ უდე არის გერმანიის და საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესორი რელიგიათმცოდნეობის მიმართულებით, მათ შორის: 2004 წლიდან ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი რელიგიებისა და რელიგისების ფილოსოფიის კურსის ხელმძღვანელი, 2011 წლიდან გერმანული უნივერსიტეტის სომხეთის ფილიალის პროფესორი ინტერრელიგიური ურთიერთობების მიმართულებით, 2014 წლიდან ლიმას (პერუ) პონტიფიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოსოფიის პროფესორი. გარდა ამისა იგი არის მიწვეული პროფესორი რუმინეთის კათოლიკურ თეოლოგიურ უნივერსიტეტში და სხვადასხვა ფონდების დამფუძნებელი.

2008 წელს იგი დააჯილდოვეს გერმანიის რესპუბლიკის ღირსების ორდენით, ინტერრელიგიური დიალოგებში შეტანილი მისი მრავალრიცხოვანი წვლილისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

რელიგიათმცონეობაში პროფ. ბერნარდ უდეს კვლევის სფეროა „მსოფლიო რელიგიების ფილოსოფიური დასკვნები“, „რელიგიების თეოლოგია“, „მისტიციზმი“ და „რელიგიების ფილოსოფია“. პროფ. უდეს აქვს გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომი, ესსე და კვლევა რელიგიის ისტორიის, კათოლიკური თეოლოგიისა და ფილოსოფიის მიმართულებით.

იგი არის ისტორიკოს ჰერმან უდე-ბერნაის (1873-1965) შვილიშვილი.

მოხსენება წარიმართება გერმანულ ენაზე, ქართული თარგმანით.