საჯარო ლექცია თემაზე: "სტალინიზმი - წარსულის გაკვეთილები"

მაისი 13, 2015

სამშაბათს, 19 მაისს 18:00 საათზე 405 აუდიტორიაში გაიმართება პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა, სადაც მომხსენებელი იქნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბონდო კუპატაძე, რომელიც მოხსენებას გააკეთებს თემაზე: „სტალინიზმი - წარსულის გაკვეთილები“

პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის მუშაობის ფორმატი: სემესტრის მანძილზე გაიმართება 4 საჯარო ლექცია საერთაშორისო პოლიტიკისა და პოლიტიკის მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების აქტუალური საკითხების შესახებ. ლექციის შემდგომ გაიმართება დისკუსია. კლუბის ორგანიზატორი და დისკუსიის მოდერატორი სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გვანცა აბდალაძე. კლუბის საქმიანობა საინტერესო იქნება პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი სტუდენტისთვის.

3 ლექციის დასწრების შემთხვევაში გაიცემა დასწრების სერთიფიკატი.
რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:
http://goo.gl/forms/qZDtrwCGDp

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუდენტურ საქმეთა ცენტრს 305-ე ოთახში, ან დაუკავშირდით მითითებულ ელ.ფოსტაზე: ketigordulava@sabauni.edu.ge

კლუბში გაწევრიანებული სტუდენტების ინიციატივით გაიმართება სხვა ტიპის აქტივობებიც.