სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

თებერვალი 1, 2017

2017 წლის 24 თებერვალს, საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება ტარდება საბაუნის პროფესორების თანაორგანიზატორობით და უკრაინის შავიზღვისპირეთის ეკონომიკისა და ინოვაციების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით.
კონფერენციაზე ნაშრომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ქართულ, რუსულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე.
ნაშრომები გამოქვეყნდება საკონფერენციო კრებულში და მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და მონაწილეობის თაობაზე იხილეთ ლინკზე
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს ქ-ნ ნათია გოგოლაურს: +995 551 170217, n.gogolauri@sabauni.edu.ge