შეხვედრა ჩვენს ერასმუსელ სტუდენტებთან

ივლისი 7, 2016

7 ივლისს საბაუნის ბიბლიოთეკაში გაიმართა გაცვლით პროექტში, Erasums+ მონაწილე სტუდენტების შეხვედრა სხვა სტუდენტებთან. სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, სალომე ქარცივაძემ და რამაზ რაზმაძემ 2015-2016 წლის საგაზაფხულო სემესტრი ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში გაიარეს. შეხვედრაზე სტუდენტებმა ისაუბრეს ერასმუს+ ის, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის და იქ გატარებული სტუდენტური დღეების შესახებ. ორივემ ერთხმად აღნიშნეს, რომ იქ გატარებული დღეები დაეხმარა მათ გამხდარიყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, დასწრებოდნენ ამერიკელი და პოლონელი ლექტორების შესანიშნავ ლექციებს, ჩართულიყვნენ სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებებში და დამეგობრებოდნენ უცხოელ სტუდენტებს. გარდა ამისა, მათ იმოგზაურეს როგორც პოლონეთის შიგნით, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ყოველივე ეს მათ დაეხმარა უცხო კულტურის გაცნობასა და შესწავლაში.

სტუდენტებმა დაინტერესებულ პირებს მისცეს რეკომენდაციები, და მზაობა გამოთქვეს მომავალშიც დასახმარებლად.

2016-2017 წლის საგაზაფხულო სემესტრში კიდევ ორი სტუდენტი გაემგზავრება ერთი სემესტრის განმავლობაში პოლონეთში.

ფოტოები