აკადემიური საბჭო

აკადემიური საბჭო სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც პარტნიორთა კრების მიერ მინიჭებული და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს უნივერსიტეტის მართვაში.

აკადემიური საბჭო შედგება რექტორის წარდგინების საფუძველზე, სასწავლო უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალიდან პარტნიორთა კრების მიერ, 3 წლის ვადით შერჩეული თითო წევრისაგან. პარტნიორთა კრების მიერ შერჩეული წევრების გარდა, აკადემიურ საბჭოში თანამდებობრივად შედიან უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი, კანცლერი და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი. ასევე, აკადემიურ საბჭოში ერთი წლის ვადით შედიან თითოეული ფაკულტეტის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე თითო სტუდენტი (თანაბარი აკადემიური შედეგების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება წინა სასწავლო წლის შედეგები).

სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში:

  • იღებს სასწავლო უნივერსიტეტის დებულებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
  • შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის მისიას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
  • რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის სიმბოლიკას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
  • რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიან (6-წლიან) და მოკლევადიან (ერთწლიან) სამოქმედო გეგმებს, ისმენს და ამტკიცებს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშს;
  • ფაკულტეტების წარდგინებით, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ახალ და მოდიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ცვლილებებსა და დამატებებს საგანამანათლებლო პროგრამებში;
  • ფაკულტეტების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ხარისხის მართვის სამსახურთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს საგანამანათლებლო პროგრამების შერწყმის/გაერთიანების და/ან გაუქმების შესახებ;
  • მიმართავს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს სახელობითი სტიპენდიის შემოღების, არსებული სტიპენდიისათვის;
  • განიხილავს და ამტკიცებს მოკლევადიანი კურსების, ტრეინინგების და სხვ. საუნივერსიტეტო სერტიფიკატის ფორმას (ძირითად მოთხოვნებს სერტიფიკატის ფორმის მიმართ);
  • ხარისხის მართვის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიულ პრიორიტეტებს, მოქმედების ძირითად პრინციპებს, შემუშავებულ სტანდარტებს, სასწავლო უნივერსიტეში შიდა შეფასების წესებს, შიდასაუნივერსიტეტო სტანდარტებს და სხვ.;
  • ამტკიცებს სასწავლო პროცესში გამოყენებად ტიპურ ფორმებს (უწყისი, სასწავლო ბარათი და სხვა);

ამჟამად, აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 10 წევრით:

1. ვაჟა ვარდიძე - უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
2. ლიკა ლომაია - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი,
3. ვლადიმერ სახელაშვილი - კანცლერი
4. ნინო ტურაბელიძე - ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი
5. ზვიად როგავა - სამართლისა ფაკულტეტის დეკანი
6. ნათია გოგოლაური - ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი
7. პიერ დიუმულენი - ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი
8. იაკობ ფუტკარაძე - სამართლის ფაკულტეტის პროფესორი
9. ეკატერინე ნაცვლიშვილი - ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი
10. ქეთი გორდულავა – სტუდენტი