კანცელარია

კანცელარია წარმოადგენს უნივერსიტეტის კანცლერის დაქვემდებარებაში მყოფ დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.

კანცელარიას ხელმძღვანელობს კანცელარიის უფროსი, რომელიც კანცლერის მოადგილეა უნივერსიტეტში ერთიანი საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზების, ხელმძღვანელობის, კოორდინაციის, კონტროლისა და რეალიზაციის სფეროში.

კანცელარიის ძირითადი ფუნქციებია:
- უნივერსიტეტში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
-კორესპონდენციის მიღება, რეგისტრირება, დამუშავება, დანიშნულებისამებრ გადაცემა;
- შემოსული კორესპონდენციის განხილვა და ადრესატისათვის მისი წარდგენის ორგანიზაცია, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
- საქმისწარმოების ერთიანის წესი და სხვა მოქმედი აქტების შესაბამისად კორეპონდენციის დადგენილ ვადაში გაფორმება, შემსრულებლისათვის მათი დროული მიწოდება, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი და ანალიზი, კანცლერის სისტემატური ინფორმირება;
- უნივერსიტეტის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა, საქმეთა ფორმირება;

მუშაობის გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი – 10:00–18:00 სთ, შესვენება: 13:00 - 14:00სთ
შაბათი: 10:00-15:30 სთ

კანცელარიის უფროსი ციცინო ხითარიშვილი
ტელ: +995 32 2 42 22 42/101, მობ: (+995 577) 347700
E-mail: ts.khitarishvili@sabauni.edu.ge