ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დროებით ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსი.

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
- აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად/თანამდებობაზე დასანიშნად, სხვა თანამდებობაზე გადასაყვანად და გასათავისუფლებლად საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება და კანცლერისათვის წარდგენა;
- პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება, შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად; პერსონალის სრული საუნივერსიტეტო ელექტრონული ბაზის შექმნა, შევსება და წარმოება;
- უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალის მიმდინარე და პერიოდული სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და ანალიზი;
- პერსონალის მიერ ატესტაციის გავლის გრაფიკის, კადრების დენადობის შესახებ ცნობების, შვებულებების გრაფიკის მომზადება და კანცლერისათვის წარდგენა;
- უნივერსიტეტის კორპორატიულ პროექტებში (სერვისებში) თანამშრომელთა ჩართვის ორგანიზება, ინფორმირება და გაცნობა;
- აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზაცული საკითხების გადაწყვეტა.

მუშაობის გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი – 10:00–18:00სთ, შაბათი - 10:00 - 15:30სთ

უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ციცინო ხითარიშვილი
ტელ: (+995 32) 2 422242/101; მობ: (+995 577) 347700
ელ.ფოსტა: ts.khitarishvili@sabauni.edu.ge