იურიდიული სამსახური

იურიდიული სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი ფუნქციებია: უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, შემოსული განცხადებების განხილვა, თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში უფასო კონსულტაციების გაცემა. სამსახურის ხელმძღვანელობას თანამდებობრივად ახორციელებს უნივერსიტეტის კანცლერი.

უნივერსიტეტში მოქმედ წესებთან დაკავშირებით, იურიდიულ სამსახურს შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე. იურიდიული სამსახურის უფროსი უმოკლეს ვადაში გაგცემთ ამომწურავ პასუხს თქვენს კითხვებზე.
იურიდიული სამსახური განთავსებულია უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მესამე სართულზე.

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი - 10:00-18:00, შესვენება: 13:00 - 14:00სთ
შაბათი - 10:00-15:30.

იურისტი თამთა თავართქილაძე
მობ.:(+995 577) 001511
ელ.ფოსტა: t.tavartkiladze@sabauni.edu.ge