ხარისხის მართვის სამსახური

ხარისხის მართვის სამსახური არის უნივერსიტეტის მმართველი ორგანო, რომელიც რეგულარულად აკონტროლებს სასწავლო პროცესის აკადემიური მხარის შესაბამისობას აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, მიმდინარე კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. სამსახური ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.

ხარისხის მართვის სამსახური:

  • აწესრიგებს უნივერსიტეტის დოკუმენტაციას უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის, უზრუნველყოფს პერიოდული თვითშეფასების კითხვარის შევსებას;
  • საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმას საგანამანთლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით;
  • აკოორდინაციას უწევს მობილობის წესით გადმოსული სტუდენტების კრედიტების აღიარების პროცესს;
  • ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს ადგილობრივი თუ საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა საგანმანათლებლო დაწესებეულებების ხარისხის მართვის სამსახურებთან ხარისხის მართვის, შიდა და გარე კონტროლის კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;
  • იკვლევს თუ რამდენად არის შესაბამისობაში ფაკულტეტებზე მიმდინარე სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან, რისთვისაც ამოწმებს განვლილ სასწავლო პროცესს აუდიტორიულად: შეისწავლის პერიოდული გამოკითხვების, შუალედური და დასკვნითი გამოცდების შესაბამისობას სასწავლო კურსის აღწერაში გაცხადებულ მიზნებთან, ისევე როგორც სასწავლო კურსის სილაბუსისა და მიწოდებული მასალის შესაბამისობას პროგრამის მიზნებთან და ა. შ.

სამსახურის უფროსი ლიკა ლომაია
ტელ.: (+995 32) 2 42 22 42/112; მობ.: (+995 577) 347707
ელ.ფოსტა: l.lomaia@sabauni@edu.ge

ხარისხის მართვის სამსახურის პრიორიტეტები, ამოცანები და მოქმედების ძირითადი პრინციპები

ხარისხის მართვის სამსახურის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა