პრორექტორი

პრორექტორი რექტორის მოადგილეა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სფეროში.

პრორექტორი რექტორის დავალებითა და მითითებით:
- აკონტროლებს და ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს;
- ორგანიზებას უწევს სასწავლო უნივერსიტეტში სემინარების, კონფერენციების, ტრეინინგების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას;
- ფაკულტეტის დეკანის დახმარებით კურირებს სტუდენტთა პრაქტიკას, გაცვლითი, ერთობლივი საგანმანთლებლო პროგრამების ორგანიზებას;
- კოორდინაციას უწევს სასწავლო უნივერსიტეტის საგარეო კავშირებს, სხვა უნივერსიტეტებთან კონტაქტებს და საერთაშორისო პროექტებში უნივერსიტეტის
მონაწილეობას.

პრორექტორს ექვემდებარება:
ფაკულტეტები, ბიბლიოთეკა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური