ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულია.

ბიბლიოთეკის თანამშრომელთა საქმიანობის ძირითადი სფეროა:
- სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი და შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;
- უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზირებული საინფორმაციო რესურსების, მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების შემუშავება-განხორციელება;
- უნივერსიტეტში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება - ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება.

ბიბლიოთეკის ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა სასწავლო მასალით (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და სხვ.);
- საბიბლიოთეკო ფონდების ფორმირება-ორგანიზება, დაცვა, აღრიცხვა-დამუშავება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
- წიგნადი ფონდის პერიოდული შესწავლა, შემოწმება და გაწმენდა;
- გაცვლითი ფონდის შექმნა.

ბიბლიოთეკაში ქცევის წესები განისაზღვრება რექტორის მიერ გამოცემული აქტით.

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი 9.00 - 20.00სთ,
შაბათი: 9.00 - 18.00სთ.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები:
ციური თენეიშვილი
თეა სიხუაშვილი
ტელ: (+995 32) 2 42 22 42/103
ელ.ფოსტა: library@sabauni.edu.ge