საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური წარმოადგენს პრორექტორის დაქვემდებარებაში მყოფ დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ უნივერსიტეტებთან გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთში, უკრაინასა და ლატვიაში; ატარებს საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებს, რომლებშიც მონაწილეობენ მოწვეული პროფესორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი: 9:00 - 18:00 სთ, შესვენება: 13:00-14:00სთ
შაბათი 9:00 - 15:30სთ

განყოფილების უფროსი შორენა პარუნაშვილი
მობ: (+995 577) 347713
ელ.ფოსტა: sh.parunashvili@sabauni.edu.ge